,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე, გუშინ საღამოს, მოძრაობა “ერთობის” ოფისში, კრიმინალური პოლიციის შესვლას ეხმაურება და წერს:
ძალიან ეტკინა ოცნებას გუშინდელი აქცია. ისევ პოლიციას ამოეფარნენ. ხვალ ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ აქციებზე. არ ველოდებით თარიღებს. ბრძოლა დღეს და ახლავე. ბრძოლა ბოლომდე. მათ ეშინიათ, მათ არა აქვთ მხარდაჭერა, მათ არც პოლიციის იმედი აქვთ. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ რუსებს საქართველოში, დავამარცხებთ რუსულ ქოციზმს. ყველა ქუჩაში.
გუშინ, გვიან საღამოს მოძრაობა “ერთობის’ ოფისში კრიმინალური პოლიცია იყო შესული. მათ ოფისი, ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დატოვეს, რაც სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ჩართული კამერებით მივიდნენ.
მოძრაობის წევრების განცხადებით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უნებართვოდ შევიდნენ ოფისში და იქ მყოფ ადამიანებს ეკითხებოდნენ, რომელი იყო აქციაზე პირბადით.
აქციიდან ოფისისკენ წამოვედით, რადგან უნდა გადაგვეღო ვიდეოები და ჩვეულებრივად უნდა გვესაუბრა. რამდენიმე ხანში, კარზე იყო კაკუნი, კრიმპოლის 4 წარმომადგენეი იყო. გავუღე კარი და ვკითხე რა უნდოდათ, შემოვიდნენ, მეჯიკავნენ, ჩვენ მშვიდობა გვინდაო, მშვიდობის გამო უნდა შემოვიდეთო, რაღაც კითხვები გვაქვს და უბრალოდ უნდა გვიპასუხოთ კითხვებზეო.
დასხდნენ, დაიწყეს კითხვების დასმა, არ მოგვცეს ტელეფონების გამოყენების უფლება. Live-ში გვინდოდა გასვლა. მაინც შევძელით, რომ მეგობრებისთვის მესიჯი გაგვეგზავნა, რომ კრიმპოლის წარმომადგენლები იყვნენ შემოსულები ოფისში. ამის შემდეგ დაიწყეს – საიდან ხართ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, ჩვენ ვიცით საიდან მოდიხართ. პირბადე რომელს გეკეთათო, ასეთი კითხვა ჰქონდათ, ჩვენ ვიცით რომელსაც გეკეთათ, თქვენით გვითხარით თუ არადა ყველას წაგიყვანთ სამმართველოშიო, თუ გვეტყვით რომელიც იყავით ერთს წაგიყვანთ მარტოო…
ჩვენი მეგობრები მოვიდნენ, Live-ებით შემოვიდნენ, რის მერეც 2 წამში გაიქცნენ და წავიდნენ და დატოვეს ოფისის ტერიტორია,” – ამბობს ნიკოლოზ ტყემალაძე, ტვ პირველთან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოძრაობა “ერთობის” წევრი, მეგი დიასამიძე დააკავეს.
კომენტარები