• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნებას“ ახლა აწყობს სამოქალაქო დაპირისპირება“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:27 05-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,912

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ამერიკა და ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილისა და  ხელისუფლების  წარმომადგენელთა დასანქცირებას აპირებს, თუმცა, ორივე მათგანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს, შესაძლოა, ფინანსური და სხვა სახის დახმარებაც შეუჩერონ, რაც უკვე ქვეყნის დასანქცირებაა. ამ განცხადების მერე, ლარი 20 პუნქტით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციები დაეცა და  მათ დიდი ზარალი ნახეს. ხალხი მძიმე დღეში ჩავარდება, თუ ამერიკამ და ევროკავშირმა დახმარებები შეგვიჩერა. 

– ფინანსური პრობლემები და დანაკარგები იქნება, ეს გარდაუვალია, ამას ვერ გავექცევით. თუმცა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. აქ იდეალური გამოსავალი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დროებითი დანაკრგები ქვეყანას ექნება, რადგან განვითარების ვექტორი არ შეიცვალოს. თუ ყველაფერი კარგად იქნა და მე ვფიქრობ, ასეც იქნება საბოლოოდ, ამ შემთხვევაში ეს ზარალი, დანაკარგები ძალიან სწრაფად ანაზღაურდება.

–  რამდენ ხანში?

– მალე, რადგან ამ ბრძოლაში როდესაც გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი სარეკლამო აქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად ანაზღაურდება ის ყველაფერი, რა დანაკარგებიც შეიძლება განვიცადოთ.

– ამერიკა და ევროპა, აშკარაა, ელოდებიან, „ქართული ოცნება“ როდის დასძლევს პრეზიდენტის ვეტოს და როდის შევა ძალაში „აგენტების კანონი“. ამ შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები, როცა კანონი დაიდება. არ სჯობდა, პრევენციის  მიზნით, რამდენიმე მაღალჩინოსანი და „ქართული ოცნების“ გავლენიანი დეპუტატები აქამდე დაესანქცირებინათ და ამის შემდეგ იქნებ ცოტა უკან დაეხიათ?

– კი, ბატონო, მე გეთანხმებით, რომ აქამდე უნდა გადასულიყვნენ უფრო ეფექტურ ქმედებებზე, ეს  კარგი იქნებოდა. თუმცა, არაუშავს. როგორც არის, ისეა. ამერიკას და ევროკავშირსაც აქვთ გეგმა და იმ გეგმას მიჰყვებიან. მთავარია, რომ ამათ სანქციები არ ასცდებათ ვეტოს დაძლევისა და კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.

– საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლება მიდის ამ მუხლის, კონსტიტუციის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ხელისუფლება არაკონსტიტუციური და არალეგიტიმურია. ასე არ არის?

– რა  თქმა უნდა, ხელისუფლება გასულია კონსტიტიციური წესრიგის  ფარგლებიდან. ის ახლა აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას. ქართული საზოგადოება დაკავებულია იმით, რომ აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი. ამას ემსახურება ეს პროცესები, რასაც დღეს ვხედავთ. შესაბამისად, ხელისუფლებას ლიგიტიმაცია დაკარგული აქვს. თავისი მანდატი უკვე დაარღვიეს  და ეს ყველაფერი უნდა გაფორმდეს, სასურველია, არჩევნების გზით, რადგან ჩვენ არ გვინდა ზედმეტი სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა „ოცნებას“ აწყობს სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენ ამაზე არ უნდა წამოვეგოთ. ძალიან მშვიდად, დაუმორჩილებლობის პროცესით უნდა მივიყვანოთ არჩევნებამდე და არჩევნებით გავისტუმროთ ხელისუფლება.

–კი, ბატონო, ეგ საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ერთი რამეც მინდა ვთქვა.ძალიან არ მეხალისება რევოლუციაზე ლაპარაკი, მაგრამ  თუ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მისი მშვიდობიანი რევოლუციით გაშვების ლეგიტიმური უფლება აქვს ხალხს.

–ეს გზაც არსებობს, მაგრამ ეს არის მოვლენების უკიდურესი განვითარება.ხელისუფლებას, რომელსაც აქვს კუნთები, შეიძლება ბევრი არაფრის გაკეთება აშეუძლია, მაგრამ ბევრის გაფუჭება ჯერ კიდევ შეუძლია, რაც სახელმწიფოსაც დააზიანებს საბოლოო ჯამში.კი,  ეს არასასურველი სცენარია, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ვითარებაში შესაძლებელია.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved