• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნებამ“ ჭორების ინსტიტუტი აამუშავა, მათი ყველა „ნასედკა“, აგენტი ჩართულია და ავრცელებენ ამ ვერსიას“ – რას ეუბნება „ალიას“ გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:07 10-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,721

 

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები ვინც ჩაატარა,  იმ კომპანიიდან არავინ დაისჯება. რატომ ფიქრობთ ასე?

– იმიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ჭანჭიკს აქვს საკუთარი „არგუმენტი“ თავის ზემდგომთან და ეუბნება, ახლა მე თუ გამწირეთ, იძულებული გავხდები, ვთქვა რაღაც შენზე, ან რაღაც ფული მომქონდა შენთან, ან  შენი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ბევრი ვიცი და თუ გამწირავ და ციხეში გამიშვებ, ვიტყვი ყველაფერს და  შენც თან  გაგიყოლებო. ეს  ზემდგომიც ასე ფიქრობს და თავის ზემდგომსაც ასე ეუბნება. ასეა, რა, ჩაკეტილი  წრეა. ვერავის ვერ სწირავენ, შეიძლება ვიღაც მუშას და ელექტრიკოსს აჰკიდონ მთელი პასუხისმგებლობა. ხომ ხედავთ, რომ ავითარებენ ვერსიას, აუზში ყველაფერი  წერიგში იყო და რაღაც დივერსიას ჰქონდა ლამის ადგილიო.

– ზუსტად ამის შესახებ მინდოდა მეკითხა თქვენთვის. „გრინვერვის+“-ის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა ადვოკატმა, ტარიელს კიკნაძემ ერთ დღეს განაცხადეს, რომ შესაძლოა საქმე „წინასწარ განზრახულ ქმდებასთან“ გვქონდეს. ვფიქრობ, ეს კარგად მოფიქრებული ხრიკია დანაშაულის სხვისთვის გადასაბრალებლად. მით უმეტეს, საზოგადოების ნაწილმა უკვე აიტაცა მათი ეს ვერსია და ხელს „ნაცებისკენ“ იშვერენ, მაგათი გაკეთებული დივერსიული აქტი იქნება, რომ ამით ხელისუფლებისთვის დაერტყათო. განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ „გამპრავებლები“ აქტიურობენ და ფიქრობენ, რომ ამით კახი კალაძეს იცავენ. „ნაცები“ ბევრი საშინელებების მკადრებლები არიან, ეს სხვაზე კარგად ვიცი და მინახავს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ კონტექსტში ან უბედურების გადატანა, ვფიქრობ, დიდი უზნეობაა, არა?

– გეხსომებათ, „დათა თუთაშხიაში“ მუშნი ზარანდიას ჰქონდა ჭორიკანა ქალების ქსელი და ამ ქსელის მეშვეობით, ავრცელებდა მისთვის სასურველ ჭორებს. თუ დასჭირდებოდა, კონკრეტული პიროვნების დისკრედიტაციას მოახდენდა, ან ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირებდა ისეთ ადამიანებს, რომელთაც ერთმანეთისთვის არაფერი ჰქონდათ დაშავებული. მუშნი ზარანდიას „შპარგაკლებით“ დაიწყო ხელისუფლებამ მოქმედება. ეს უკვე დირექტივაა, რომ ეს ვერსია განავითარონ. მეტროში, სილამაზის სალონში, მარკეტში ვიღაცა ვითონ შემთხვევით იტყვის, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აუზის ელექტროსისტემა წესრიგში იყო და რაღაც სხვა რამეშია საქმე. ეს ჭორების ინსტიტუტი აამუშავეს. თავიანთი ყველა „ნასედკა“, აგენტი ჩართულია და ავრცელებენ ამ დივერსიის ვერსიას, ამას ლაპარკობენ ყველგან. ახლა უკვე სოც-ქსელებშიც გააქტიურდებიან უფრო და უფრო. ხალხს აჯერებენ, რომ იქ ყველაფერი წესრიგში იყო და დამნაშავე სხვა ვიღაცაა. ცხადია, პოლიტიკური ოპონენტებისკენაც გაიშვერენ ხელს. ესენი თვლიან, რომ ყველაფერი გასდით და ესეც გაუვათ.

თეგები: გია ხუხაშვილივაკის პარკის ტრაგედია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved