• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნებამ განახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა, ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა“ – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:19 01-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით განაახლა პარტიის წევრებზე ზეწოლა და მუქარა – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით – მათზე ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა. როგორც ჩანს, „ოცნება“ ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია „საქართველოსთვის“ გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ კავშირშია „ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებასთან, მით უმეტეს ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში. როგორც ჩანს, აღნიშნულის გააზრებამ „ოცნებაში“ გამოიწვია შიში და მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით, განაახლა პარტიაზე თავდასხმა, რომელიც ჯერ კიდევ ახალი წლის წინა ღამეს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასრულწლოვან შვილზე თავდასხმით დაიწყო. 20 დღე გავიდა და 24 საათში გამოსაძიებელ საქმეზე შედეგი არ არის. ეს მაშინ, როცა გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელთა ავტომანქანების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რის შესახებაც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა ჩვენმა თანაპარტიელმა. „ოცნება“ აგრძელებს ზეწოლას, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით.

რაც შეეხება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, აღნიშნულიც „ოცნების“ზეწოლის შედეგი და მის მიერ დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებაა. ეს ყველაფერი ვიცით, რომ გაგრძელდება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს, ვისი მისამართით ახორციელებენ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს. ამიტომ, რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ამ პროცესებს ჩვენ თანმიმდევრობით გავაგრძელებთ. როგორც წინა შემთხვევებში, სამწუხაროდ, რეაგირება ძალოვანი უწყებების მხრიდან ისევ არ არის, რაც „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, მათ პირდაპირ მონაწილეობაზე და პარტიის მიერ მათ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. ინსტრუმენტად ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს პარტიის წევრზე, მალხაზ თორიაზე თავდასხმის კადრები, ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობაში მყოფი აკაკი ბართაია.

„ფაქტია, რომ „ოცნების“ ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი. რა თქმა უნდა, ასეთი, მეთოდებით „მართვის“ პირობებში, ცვლილებები გარდაუვალია. მანამდე კი, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან: შეწყვიტეთ უკანონობა. გაასაჯაროვეთ მალხაზ თორიაზე თავდასხმის გამოძიების მასალები. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომანქანები ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ძალოვანი უწყებები აღნიშნულ ფაქტს განზრახ მალავენ; გაათავისუფლეთ უკანონო პატიმრობიდან აკაკი ბართაია და სათანადო რეაგირება მოახდინეთ ყველა დანაშაულზე.  გაბედეთ და დაგვისხედით დებატებში, მოქალაქეთა პრობლემებზე და ქვეყანაში თქვენ მიერ შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ. თუნდაც, იმ ბრალდებებზე გაბედულად სასაუბროდ, რომელსაც დამალულები აჟღერებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

1 tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved