“ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ედავება და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგენილ ელჩებს ბლოკავდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ გასაჯაროვდეს შიდა მიმოწერა, სადაც დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს იმ დიპლომატების დამტკიცებაზე, რომელთა კანდიდატურაც მას მმართველმა პარტიამ შესთავაზა.
“სიმართლე არის მიმოწერაში, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული და თუ ახლა საქმე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ეს დოკუმენტი უნდა გასაჯაროვდეს, არ გამოვრიცხავ რომ ეს დოკუმენტიც გასაჯაროვდეს” – ამბობს ანრი ოხანაშვილი
ცნობისთვის. გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა ელჩის ყველა წარდგენილ კანდიდატურა დანიშვნას მოაწერა ხელი, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას უარყოფს .
კომენტარები