• რეკლამა
  • კონტაქტი
10:41, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება პრორუსულია… ივანიშვილმა დიდი ფული რუსეთში ურთიერთობებით გააკეთა… ქონება გამოიყენა, რომ ეყიდა ხმები” – სკანდალური განცხადებები ბრიტანეთის პალატაში

ალია ავტორი - ალია
21:11 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატები მიმდინარეობს. დებატების გამართვის ინიციატივით კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი გამოვიდა.

 

“საქართველოს მმართველი პარტია – ქართული ოცნება პროპუტინური და პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძრვანელებიც საქართველოს რისკს უქმნიან, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს გლობალური უსაფრთხოების ამ კრიტიკულ პერიოდში. ქართული ოცნება იქცევა ორგანიზაციად, რომელიც დადებითადაა განწყობილი და მზარდად კონტროლირებული რუსეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ როცა აცხადებს, რომ დასავლური და დემოკრატიულია” – განაცხადა დეპუტატმა.

ჰოლოუეიმ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც და აღნიშნა, რომ ოლიგარქმა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლისთვის რუსეთში ნაშოვნი ფულით ხმები იყიდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოფიციალურად პოლიტიკაში არაა, მას დიდი გავლენა აქვს „ქართულ ინსტიტუტებზე“.

„მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ოლიგარქია, რომელმაც, სავარაუდოდ, ფული რუსეთში ურთიერთობებით გააკეთა. სავარაუდოდ, მან თავისი დიდძალი ქონება გამოიყენა, რომ ეყიდა ხმები და მისი ლობისტები საქართველოს ხელისუფლებაში დაესვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ უკავია არჩეული თანამდებობა, მას დიდი გავლენა აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე. საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აყვავებულ კორუფცია ახლა ნათელი ეფინება. ახლახან აშშ-მ პირადი სანქციები დაუწესა 4 მოსამართლეს, რომელიც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დანიშნა“ – განაცხადა ჰოლოუეიმ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სურს ევროკავშირსა და NATO-ში ევროინტეგრაცია. მისი თქმით, ამ პროცესს რუსეთმა ხელი არაერთხელ შეუშალა ახლა კი ქართული ოცნება საკმარისს არ აკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ქართველი ხალხისთვის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ პრიორიტეტულია, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მიმართულებით საკმარისი ნაბიჯები არაა გადადგმული. ქართული ოცნების მთავრობამ მიზანმიმართულად არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად“ – განაცხადა ჰოლოუეიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები რუსეთს საქართველოს მთავრობამ სანქციებში მონაწილეობა არ მიიღო და პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა.

„ვაჭრობის ზრდა, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ“ – განაცხადა დეპუტატმა.

წყარო – ფორმულა

თეგები: დიდი ბრიტანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved