ტვ პირველის ინფორმაციით მმართველი პარტია წინასაარჩევნო ყულაბის შესავსებად ფულს არიცხინებს ყველას, მათ შორის, სუპერმარკეტების, რესტონების, პროფილაქტიკების მფლობელებს და ტრაქტორის მძღოლებსაც კი.
მხოლოდ სექტემბრის 3 დღეში 700 ათას ლარამდე ჩაურიცხეს ,,ქართულ ოცნებას” მცირე მეწარმეებმა. ტვ პირველმა შემომწირველთა ვინაობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის დახმარების მსურველთა უმეტესობა აჭარიდან და შიდა ქართლიდანაა.
,,ქარეთულ ოცნებაში” ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თანხების ჩარიცხვა გამჭვირვალედ ხორციელდება.
რამხელა სპეცოპერაცია დაგიდგამთ ტვ პირველს. ასე ხდებოდა 2012 წლამდე, ახლა დაფინანსება გამჭვირვალე პროცესია. თუ ვინმე ძალადობის მსხვერპლია, მიმართოს პროკურატურას. თუ სადმე არის არაჯანსაღი პროცესი, გვაქვს პროკურატურა – განუცხადა ტვ პირველს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა სახემ, ირაკლი ზარქუამ.
კომენტარები