• რეკლამა
  • კონტაქტი
12:28, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიას არ ჩაატარებინებს – ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული”

ალია ავტორი - ალია
15:54 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადაწევას  კატეგორიულად გამორიცხავს, მაგრამ პარალელურად, მმართველი  პარტიის წარმომადგენლებივე აკეთებენ განცხადებებს, საგანგებო  მდგომარეობის ერთი თვით, ან რამდენიმე კვირით სავარაუდო  გახანგრძლივების თაობაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება „პრიმიტიულ ხერხს იყენებს“ და ოპოზიციას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.

რამდენად თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან ხელისუფლების განცხადებები და რის მიღწევას ცდილობს მმართველი პარტია, ამაზე ერთმნიშვნელოანი პასუხი აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციაში.  მეტიც, პარტია “ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა კაციტაძე  „2020NEWS“-თან “ქართული ოცნებას“ კონკურენტების შევიწროებაში ადანაშაულებს:

“ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული – ერთი მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს.  მეორეს მხრივ, კი ამბობს, რომ შესაძლებელია გაგრძელეს საგანგებო  მგომარეობა.

ხელისუფლებას უნდა რომ არჩევნები არ გადადოს, საგანგებო მდგომარება  გაწელოს და ამით შეზღუდოს კონკურეტების მიერ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის  წარმოება. სამაგიეროდ თვითონ ხელისუფლებას ჰქონდეს  ნებისმიერი მოქმედების საშუალება.

უფრო მეტიც, სახელმწიფოს უნდა, რომ სოციალური პროქტების სახით, ბიუჯეტისა და  მოზიდული თანხების დარიგება წინასაარჩვენო პერიოდში გაიყვანოს. ეს არის პრიმიტიული ხრიკი.

ხელისუფლებას უნდა წინასაარჩევნო დივიდენდების ჩაწერა. ეს ყველაფერი არ კმარა და ახლა კიდევ შეზღუდვებით უნდა, რომ კონკურენტები შეავიწროოს.

თუ ამბობ, რომ არჩევნები არც ერთ შემთვევაში გადაიწევს, ეს ნიშნავს, რომ  სიტუაცია ნორმალიზაციისკენ მყარად მიდის. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები არ გადავადდება, მაშინ, რა საჭიროა გაგრძელება საგანგებო  მდგომარეობის?! ანუ, ერთმანეთთან შეუსაბამოა ეს ორი განცხადება.  

როცა მყარად ამბობ, რომ რომ  საპარლამენტო არჩვენების თარიღი არ გადავადდება, მაშინ მყარადვე უნდა თქვა, რომ საგანგებო მდგომაერობა მოიხსენება, რათა ყველას საშუალება მიეცეს, რომ განხსნილ მდგომარეობაში აწარმოოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია“

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  იმედი აქვს, “31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის თარიღის გახანგრძლივებას, კობახიძის თქმით, აღნიშნულის თარიღმა, შესაძლოა, ერთი თვით ან რამდენიმე კვირით გადაიწიოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved