• რეკლამა
  • კონტაქტი
12:54, ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” ნერვიულობს, რადგან სააკაშვილის კანდიდატურა შესაძლოა, აშშ-დან იყოს მხარდაჭერილი”

ალია ავტორი - ალია
17:12 04-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

კორონავირუსის გამო, მსოფლიო ეკონომიკის მძლავრ მოთამაშესთან, ჩინეთთან დანარჩენი ქვეყნების ურთიერთობა დაიძაბა. დაძაბულობის ავანგარდში მეგა სახელმწიფო-შეერთებული შტატებია. მსოფლიო ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცვლილებების წინაშე დგას. ადრე თუ გვიან ეს მოცემულობა საქართველოზე მძიმედ აისახება.

ჩვენთან ჩინური კომპანიების გააქტიურებას შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების “ეჭვიანობა“ მოჰყვეს. არადა, პანდემიასთან ბრძოლისთვის მრავალმილიონი დაფინანსება კი,  საქართველოში სწორედ ევროპიდან და აშშ-დან შემოვა .

“2020NEWS“-თან ინტერვიუში უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი საუბრობს: 

ვანო მაჭავარიანი:  უკრაინას რადიკალური რეფორმები სჭირდება. პრეზიდენტ ზელენსკის აქვს სერიოზული პრობლემა იმ გუნდის მიმართ, რომელსაც შეუძლია და იცის, რა ტიპის რეფომები უნდა განხორციელდეს უკრაინაში.

ზელენსკის შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გახდეს უკრაინის ვიცე-პრემიერი, ემყარება იმას, რომ საქართველოში სააკაშვილმა რადიკალური რეფორმები განახორციელა. მან ქვეყანა პოსტაბჭოური სტაგნაციიდან ევროპული ტიპის მმართველობის მქონე ქვეყნის მოდელზე გადაიყვანა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დასჭირდება მხარდაჭერა ძალოვანებისა და პოლიტიკური ჯგუფების, რათა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პოსტსაბჭოური ბიუროკრატიისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა განახორციელოს.

უკრაინაში ძალიან საინტერესო მოვლენათა განვითარებას უნდა ველოდოთ – სახელწიფო მმართველობის, ოლიგარქებთან ურთიერთობისა, თუ საერთაშორისო დახმარების მიმართულების მხრივ.

-ბატონო ვანო, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში  ნასამართლევმა სააკაშვილმა უკრაინაში ვიცე პრემიერის  თანამდებობდა დაიკავა, როგორ აისახება ეს ფაქტი  საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე?

-საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ძალიან ბევრ ოპონენტს ექსპრეზიდენტის შესაძლო ვიცე-პრემიერობა არ გაუხარდა. მეტიც, მის დანიშვნას “ქართულ ოცნებაში“ გარკვეული ნერვიულობა მოჰყვება.

 საქართველომ დიდი ხანია, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანა. ასევე, მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს ურთიერთობები სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან, თურქეთთან თუ სხვა ქვეყნებთან.

ნერვიულობა, რომელიც სააკაშვილის  დანიშვნას მოჰყვება, განპირობებულია  იმით, რომ ექსპრეზიდენტის ვიცე-პრემიერად დანიშვნა შესაძლოა,  მხარდაჭერილი იყოს ამერიკის  შეერთებული შტატების მხრიდან.

ვიმეორებ, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარება იმ გამოცდილების, რომელიც სააკაშვილს აქვს.

– მსოფლიო პანდემიის ფონზე, რამდენად შეძლებს საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებასა და  კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო კლიმატის შექმნას?  იაპონიაში თქვენი ელჩობის პერიოდში,  საქართველოში რამდენიმე უცხოური კომპანიის, მათ შორის, იაპონური  “მუცუბიშის“ შემოსვლა დაიბლოკა, სამაგიეროდ,  გაძლიერდა ჩინური ინტერესები.  გაქვთ მოლოდნი, რომ დღესაც იგივე არ განმეორდება?

-ნებისმიერ საერთაშორისო ტრანსნაციონალურ კომპანიას სათანადო საინვესტიციო პირობების შექმნა სჭირდება. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოვიდა, ამ მოცემლობამ საქართველოსთვის ძალიან რთული პრობლემა შექმნა. ახლა საჭიროა, რომ სახელმწიფომ ბიზნეს-სექტორთნ ერთად ჩამოაყალიბოს, რა პირობები უნდა შექმნას იმისთვის, რომ მოიზიდოს მსგავსი კომპანიები.

ამ ყველაფერს სჭირდება კრეატიულობა და ინიციატივა. ამის ნიშნები კი დღანდელ მთავრობას, ჯერჯერობით, არ აქვს.  

როცა კორონავირუსის პანდემია დაღმასვლას დაიწყებს,  იაპონური, ევროპული თუ ამერიკული კომპანიები  შეეცდებიან, რომ ახალი საინვესტიციო პროექტები იპოვონ.

საქართველო ამ თვალსაზრისით, ძალიან აქტიური უნდა  იყოს და მას უნდა შესთავაზოს ანაკლია თუ სხვა პროექტები. ჩინური მომენტი იქნება ძალიან წონიანი, რადგან  ჩინელებსაც ექნებათ მსგავსი გეგმები.

 საქართველომ კომპანიების მოზიდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინტერესებდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა – პირადი ურთიერთობების დონეზე.

მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ისეთ კომპანიებს,  რომელიც დაახლოებული არ არიან თანაინვესტირების  ფონდთან და საპარტნიორო ფონდში მომუშავე  ადამიანებთან.

ეს პროცესი ასე აღარ უნდა გაგრძელდეს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყნების ნაწილი  ჩინეთს მილიონობით ლარის ზარალის ანაზღაურებას  სთხოვს და ვირუსის გავრცელებაში მას ადანაშაულებს.  უწევს თუ არა ჩინეთს მსოფლიო ეკონომიკაზე საკუთარი  ჰეგემონიის დათმობა?   

-ჩინეთი შეეცდება, რომ მსგავსი კრიზისი თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და ამის ნიშნები  უკვე გამოჩნდა. ჩინეთმა თავი იმართლა, რომ  მსოფლიოში პანდემია მისი დაუდევრობით არ გამოწვეულა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ქვეყნის მიმართ ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატების მხრიდან ძალიან ხმამაღალი კითხვები დაისვა. თანაც საქართველოს ჩინურ კომპანიებთან სერიოზული კავშირები აქვს, მაგალითად, მმართველი პარტიის გავლენიანი ფიგურის, დავით საგანელიძის „ საპარტნიორო ფონდს“. ბევრი ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება…

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულმა  კანონმდებლობამ და ევროპის გარკვეულმა ნაბიჯებმა მთელ რიგ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, სამართლებირივი  კომპენსაცია მოითხოვოს ჩინეთისგან იმ შემთხვევაში, თუ  დამტკიცდა, რომ ჩინეთმა განზრახ ან დაუდევრობის გამო, არ მოახერხა დროულად პანდემიის გამოცხადება.  ჩინეთს მთელ რიგ კითხვეზე პასუხის გაცემა მოუწევს, მათ  შორის, რა მოიმოქმედა მან იმისთვის, რომ პანდემიის  გავრცელება შეეჩერებინა.  

შესაძლოა, გარკვეული ეჭვი მოყვეს რეგიონში, ევროპაში,  ჩინური კომპანიების გააქტიურებას, რაც თავისთავად,  აისახებასაერთაშორისო, სავაჭრო ურთიეთობებზე – ეს  დამატებით პრობლემას ქმნის და დამატებითი სტიმულია  გლობალური, ეკონომიკური რეცესიის.

მსოფლიოში გლობალური ეკონომიკის გადაწყობა მოხდება. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აისახება ჩინეთის ეკონომიკაზე. სამყარო, რომელსაც გლობალური რეცესიის ნიშნები აქვს, ძალიან მნიშვნელოავნი ეკონომიკურ-სავაჭრო ცვლილებიის წინაშე დგას. ადრე თუ გვაინ საქართველოზე ეს მოცემულობა მძიმედ აისახება.

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:18 07-30-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

15:33 07-29-2025
საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
ახალი ამბები

საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

14:05 07-29-2025
თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები

16:51 07-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved