• რეკლამა
  • კონტაქტი
14:14, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” კმაყოფილია, “ენმ”-ი -ბედნიერი და ყველას ავიწყდება…” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
18:10 07-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“საქართველოში დოკუმენტის ხელმოწერა მხოლოდ კალამსა და ქაღალდს შორის ურთიერთსიყვარულის გამოვლინება ჰგონიათ. არადა, რომელიმე შეთანხმებაზე საკუთარი სახელისა და გვარის, საკუთარი ორგანიზაციის დასახელების აღბეჭდვა უპირველესად პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების გაზიარებას ნიშნავს.

შარლ მიშელის დოკუმენტი არ ითვალისწინებს ანულირებისა და გაუქმების პროცედურებს. “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილსვე იცოდა, რომ ენმ არ შეუერთდებოდა შეთანხმებას. მიუხედავად ენმ-ის საბოტაჟისა მმართველმა გუნდმა მაინც გადადგა ნაბიჯი და ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პუნქტებს. მაშასადამე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილის, მელიასა და დეკანოიძის ინიციალების ფურცელზე გადმოტანის გარეშეც იმუშავებდა მართლმსაჯულების რეფორმაზე, იშრომებდა საარჩევნო კოდექსის განახლებისთვის და 43%-იანი ბარიერის დაძლევით დაამტკიცებდა თავის უპირობო უპირატესობას ჩვენს პოლიტიკურ ველზე (რითაც გააქარწყლებდა საპარლამენტო არჩევნების “მასობრივ ფალსიფიკაციასთან” დაკავშირებულ შფოთსა და ეჭვებს).

“ქართულმა ოცნებამ” უღალატა თავის სიტყვას, გამოხატა სრული უპატივცემულობა და აგდებული დამოკიდებულება საკუთარი პასუხისმგებლობებისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც თვეების განმავლობაში დღე და ღამე გაასწორეს სიტუაციის დასამშვიდებლად. ქოცებს სწორება აქვთ ნაცებზე და არა ხალხსა და მეგობრებზე… ქოცები უფრთხიან ბარიერს!

სამარცხვინოა, იმ აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ფეისბუკ-დისიდენტებისა და ექსპერტების პოზიცია, რომლებიც სიტყვას არ ძრავენ ენმ-ის დანაშაულებრივ როლზე შარლ მიშელის მონდომების წყალში ჩაყრის საქმეში.

ნაციონალებს სურთ, რომ სხვები წესებს ემორჩილებოდნენ და თავად უწესოდ იქცეოდნენ; სხვევს პასუხისმგებლობა ამძიმებდეთ და თავად პასუხისმგებლობების გარეშე თარეშობდნენ; სხვები ვალდებულებებით იყვნენ შებოჭილნი და თავად რაც უნდათ, ის აკეთონ! ორმაგი სტანდარტის დაშვება ერთი აქტორისთვის, იწვევს ორმაგი სტანდარტების გავრცელებას მთელს საზოგადოებაზე !!!

რა არის შედეგი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებისა?

1. “ქართული ოცნება” კმაყოფილია, რადგან მურუსიძე-ჩინჩალაძის საზარელ კლანს გზას გაუხსნის, საარჩევნო რეფორმას მიიტანს იქამდე, სადამდეც თავად აწყობს; მშვიდად იასპარეზებს არჩევნებზე და 43%-ს აღარ ექნება საბედისწერო მნიშვნელობა. თან ყველაფერს ენმ-ს დააბრალებს, მაგათ რომ მოეწერათ ხელი, ჩვენ მზად ვიყავით თავგანწირვისთვისო.

2. ენმ-ც ბედნიერია, შეუძლია უფრო მეტი რიხით ამტკიცოს, რომ უპასუხისმგებლო, დასავლეთთან კონფლიქტში ჩართული, საკუთარი სიტყვის მოღალატე მთავრობა გვყავს, რომელიც რუსეთისკენ მიგვაქანებს.

უბრალოდ, ყველას ავიწყდება, რომ თავმოყვარე ლიდერები თავიანთი მონდომების ფეხქვეშ გათელვას არავის პატიობენ.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved