• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნება“ გპირდებით, არ მოგაწყენთ, ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე“ – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:20 01-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,404

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

„როცა ძალიან ეტკინება ხოლმე ოცნებას კომენტარი, ტროლებს მასევენ უბინძურესი ტექსტებით.
კორუფციაც ეტკინათ, ამიტომ გავაგრძელებ ❤️:
▪️როდესაც ანტიკორუფციული საბჭო იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვიტანეთ, მიზანი გვქონდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის პრიორიტეტად გამოცხადება ცენტრალიზებულ დონეზე. შემდგომი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. მოლაპარაკებები დაწყებული გვქონდა პარტნიორებთან.
▪️წამოვედით თუ არა, ამ საბჭოს ხელმძღვანელად მთავრობის ადმინისტრაციაში დაინიშნა პროკურატურის თანამშრომელი (საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი, იმ საბჭოსი, რომლის გარეშე გენერალური პროკურორი არ აირჩევა). არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ იყოს ფაქტი.
▪️როგორც კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს და ჯიბეში ჩაისვეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს დააწყებინეს საუბარი (ჩაფენა) სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციაზე (კორუფციაც ამაში გადის). რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე მემორანდუმიც გააფორმეს. უბრალოდ დაგუგლეთ და ნახეთ ყველაფერზე მეტყველი ფოტო.
▪️დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს ნაცვლად, შექმნეს 2013 წელს მთავრობის დადგენილებით შექმნილი ზემოაღნიშნული უწყებათაშორისი საბჭოს ანალოგი, რომელსაც არ მისცეს საგამოძიებო ფუნქცია (ამ დონეზე სულელად თვლიან ხალხს) და ახლა დაველოდოთ ვის დანიშნავენ უფროსად.
▪️პარალელურად პროკურატურა აქტიურად ბუსტავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ვიდეო-რგოლებს (უბრალოდ დაუკვირდით ბუსტვის ინტენსივობას).
▪️პარალელურად, პერიოდულად ოცნება ავრცელებს პროპაგანდისულ განცხადებებს კორუფციის ინექსით საქართველოს პოზიტიურ შეფასებაზე (იხ. ჩემი წინა პოსტი).
ეს ყველაფერი რა მიზანს ემსახურება – ცდილობენ ხალხი მოატყუონ და შექმნან მოჩვენებითი სურათი, რომ თითქოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების პრიორიტეტია.
რეალურად კი კრავენ წრეს იმ უწყებებში, რომლებიც ბატონ ბიძინას უზის ჯიბეში და პოლიტიკურ ცვლილებებამდე შანსი არ არის დამოუკიდებლობის წაიმე ნიშანწყალი დაეტყოთ.
ოცნების პროპაგანდისთვის სიმართლის დაპირისპირება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა მგონია დღეს. ქართული ოცნება / Georgian Dream გპირდებით, არ მოგაწყენთ. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.“
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved