• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნება“ ბევრმა მოღალატემ დატოვა, რამაც საბოლოო ჯამში გაჯანსაღების პროცესს ხელი უნდა შეუწყოს“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:07 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
407

ექსპერტი დავით ქართველიშვილი:

,,ქართული ოცნება” ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც შეცდომები ახასიათებს, თუმცა დროთა განმავლობაში ოცნება ბევრმა მოღალატემ დატოვა, რამაც საბოლოო ჯამში გაჯანსაღების პროცესს ხელი უნდა შეუწყოს.
2012 წლის 1 ოქტომბერს, “ბოცებში” გადმოღებულ იქნა ახლადდაწურული ყურძნის წვენი. ის ჯერ ღვინო ვერანაირად ვერ იქნებოდა. დროთა განმავლობაში – ოდნავ გაიფილტრა და სოლიდური პირველი ლექიც წარმოშვა: უსუფაშვილი, ხიდაშელი, სანიკიძე და ა.შ.
დადგა ამ ყურძნის წვენის ახალ “ბოცებში” მეორედ გადაღების დრო – რამაც მომავალი ღვინო კიდევ უფრო გაფილტრა, მაგრამ უნალექოდ არც ამ პროცესს ჩაუვლია: ბესელია, ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი და ა.შ.
მესამე გადაღების ჟამიც მიუახლოვდა “ღვთაებრივ სითხეს” – თითქმის დასუფთავდა, ფსკერზე “ქვა” დაიდო მხოლოდ: გახარია, გოგაშვილი და ა.შ. “ქვაზე” დგომა დიდი ხნით აღარ აცადეს უკვე ჩამოყალიბებულ ღვინოს და ის მეოთხედ გადაიღეს – უკვე დაწკრიალებული სითხის სახით.
დღეს მისი მირთმევა უკვე თამამად შეიძლება, მაგრამ, თუ ბოცებს საგულდაგულოდ მოუვლიან, შეინახავენ, რათა არ გაიბზაროს, არ დასკდეს, შიგ შეპარულმა ჰაერმა არ დააძმაროს – 2024 წელს ის განსაკუთრებულად კარგი დასალევი იქნება.
ეს არის ჩემი პასუხი – “ქართული ოცნების” კრიტიკოსთა მისამართით, რომლებისთვის ამ პარტიაში მიმდინარე პროცესები 2012-2014-2016-2018-2020-2022 წლებში განიხილება უცვლელ, სტატიკურ კონტექსტში: მაჭარიდან – ღვინომდე, ლექის ჯიუტად არ/შემჩნევის ფორმატში.
“ქართული ოცნება” – ცოცხალი ორგანიზმია, რომელმაც დინამიკური მეტამორფოზების სახით, ბუნებრივი კანონებით, თავის დღევანდელ, მიმზიდველ მდგომარეობას მიაღწია. არც ლექზე მოახდინა ღვინის გადაჭარბებით დატოვება, არც გადაღების პროცესი დაზარებია. და თუ დაღვინების ტექნოლოგიის დროს, რამე შეცდომა გამოეპარა – ვინც უშეცდომოა, პირველმა დაუშინოს ბოცებს ქვები. მაგრამ ამ შემთხვევაში – 2024-ში უღვინოდ დარჩენაზეც იფიქრეთ!“
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved