• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” 8 წელია ცდილობს “საკუთარი” პატრიარქი ჰყავდეს, ხან გადაყენების მცდელობით, ხან მისი სიცოცხლის ხარჯზე, ხან დაყოლიების მცდელობით – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:47 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიტროპოლიტი პეტრე ისედაც აღარაა ეს წლებია საქართველოს ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის წევრი, მისი გაკვეთით დადასტურდება მხოლოდ ის, რაც არის. მე კიდეც მიკვირს, რომ პეტრემ თავად არ მოითხოვა მისი ტიტულატურის აყრა და არ წავიდა საქართველოს ეკლესიიდან, რადგან მთელი მისი ტიტულები პატრიარქის მიცემულია, იმ პატრიარქის, რომელიც პეტრესთვის მაოხრებელი გზირია და არა პატრიარქი, მაგრამ, ჩანს, მიტროპოლიტის ტიტული, შესამოსელი და ა.შ. “საპატივსაცემოდ გამოსარჩევი” რეკვიზიტები მისთვის არაა ასე ადვილად ხელიდან გასაშვები… თორემ ნებისმიერმა მორწმუნემ იცის, რომ ღვთისთვის მეგობარს შესამოსელი და ტიტულატურა კი არ ქმნის, არამედ შინაგანი სამყარო ღვთის მიმართ.

ჩემთვის პეტრე ცაავას განკვეთა მაშინ მიიღებდა ბუნებრივ ხასიათს, თუ სინოდის არაერთი წევრიც მიჰყვებოდა, მაგრამ ჩვენმა წმინდა სინოდმა, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კლანის შინაარსი უფრო მიიღო და თუ კი ერთმანეთთან თანაარსებობას ახერხებენ ისე, რომ ერთმანეთისგან დაცულები იყვნენ ნაწილობრივ მაინც, არაფერ პრობლემას არ უქმნიან ერთმანეთს ღია დონეზე. თუმცა, გარედან კი ვხედავთ რა რიგ სიძულვილში არის სინოდის არაერთი წევრი ერთმანეთთან.

პატრიარქი ერთ რამეში ცდება მხოლოდ პეტრესთან, როდესაც ეკლესიის მეთაური ზოგჯერ ბიძა უფრო აღმოჩნდა ხოლმე ან ვინმეს მეგობარი, ვიდრე მეთაური, სხვა შემთხვევაში ეკლესიიდან გარიყულთა შორის მხოლოდ პეტრე არ იქნებოდა.

დაზუსტებით არ ვიცი, რა მოხდება სინოდის სხდომაზე, მაგრამ პატრიარქი რომც გადადგეს და ახალი არჩევნები მის სიცოცხლეშივე ჩატარდეს პატრიარქისა, არც გამიკვირდება, თუმცა, პატრიარქის ხასიათიდან გამომდინარე ეს ნაკლებად შესაძლებლად მოჩანს.

კიდევ უფრო მეტი ტრაგედია ის არის, რომ სინოდში ვერ მოიძებნება ვერცერთი ეპისკოპოსი, ვინც პატრიარქს გაუტოლდება უნარებითაც, ცოდნითაც, მსოფლმხედველობითაც, ძლიერებითაც, სიმკაცრითაც, პოლიტიკური უნარებითაც და ა.შ.

ბევრ ხელისუფლებას სურდა საქართველოში “საკუთარი” პატრიარქი ჰყოლოდა, “ქართული ოცნება” ბოლო 8 წელია ცდილობს ამას, ხან გადაყენების მცდელობით, ხან მისი სიცოცხლის ხარჯზე, ხან დაყოლიების მცდელობით.

დადგა თუ არა ეს დრო და აჯობებენ თუ არა ილია მეორეს ამჯერად, ეს 11 თებერვალს გამოჩნდება.

თუმცა, ამაზე უფრო დიდი ტრაგედია ის არის, ვინც პოტენციურად შეიძლება შეცვალოს ის, მსურველი არაერთია სინოდში, ვინ როგორ “დაალაგა” სიტუაცია სინოდში ხმის მოპოვების მიზნით, ეს კიდევ ცალკე საკითხია, არც ისაა გამორიცხული, ახალი პატრიარქის შემთხვევაში სულად “სიურპრიზი” მივიღოთ ისეთი ეპისკოპოსის სახით, რომელზეც ყველაზე ნაკლებად იყო საუბარი პრეტენდენტების განხილვების დროს საზოგადოებაში.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved