გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია ჟურნალისტი ელისო კილაძე.
„ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვალში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულის ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს. ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს“, -აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.














კომენტარები