• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორჯერ ვარ გვამის გაკვეთას დასწრებული, 16 წლისას მეზობელი ჩაგვაკვდა ხელში, დედაჩემსაც მე დავუხუჭე თვალები და ასეთი უმწეო არასოდეს ვყოფილვარ” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
19:32 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

მე რომ ციხეში ჩავჯდე – 2, 3, 6 თვით, ან 1 წლით და ეს გავაკეთო სასჯელის შენაცვლების ფორმატში – ირაკლის, საბას, მათეს, ანდროს, ზვიადის, მზიას ან ნებისმიერის ნაცვლად – აბსოლუტურად დასაშვები უნდა იყოს. თუნდაც, ყველაზე მკაცრ პირობებში მამყოფნ.
რაღაცნაირად, სამართლიანი იქნება – მესმის რომ სამართლებლივი ვერ არის, მაგრამ – სამართლიანი ნამდვილად იქნება.
რატომ? ეს ადამიანები, ჩემთვისაც იბრძოდნენ, ჩემთვისაც დაისაჯდნენ.
ჰო, სამართლიანი ნამდვილად იქნება…
ყოველ დღე, ვფიქრობ მათზე.
ცხოვრებაში მხოლოდ გური მირცხულავას ვიცნობ – გულიანი და კარგი ბიჭია. იმის მიუხედავად რომ მოგვარეები ვართ და სრულიად პატარას მოუწია ჩემთან მუშაობა – არ მახსოვს, ბატონო გოჩას გარდა, სხვაგვარად მოემართოს.
რა ვიცი, მეც ვერ ვხსნი ამას რატომ, მაგრამ მოჭარბებულად მერიდება ირაკლი მიმინოშვილის დედის და მათე დევიძის დის. არც მათ ვიცნობ – აქ მყვანან მეგობრებად.
ორჯერ ვარ გვამის გაკვეთას – ექსპერტიზას დასწრებული, ერთხელ იმ ადამიანის ცხედარი ამოვიცანი პროზექტურაში, რომელიც ორი საათის წინ გაცისკროვნებული ღიმილით მომესალმა. სხვა ათასი უბედურების შემსწრე და მომსწრე ვარ. 16 წლისას მეზობელი ჩაგვაკვდა ხელში მე და მის შვილს. ბოლოს და ბოლოს დედაჩემსაც მე დავუხუჭე თვალები და უმწეო არასოდეს ვყოფილვარ. როცა მიფიქრია – ეს უმწობაა, მაშინაც კი…
ამ ადამიანებზე – ვისაც ზოგი პოლიტპატიმრებს, ზოგი სინდისის პატიმრებს, მე კი ღირსეულ მოქალაქეებს და იდეალისტებს ვეძახი – ფიქრის დროს, უმწეო ვარ. რადგან, არაფერი შემიძლია მათთვის გავაკეთო, იმის გარდა რომ ყოველ დღე მადლიერება გამოვხატო. მაგრამ ეს მაინც არაფერია, ეს საქმე არააა, ეს უშედეგოა.
ახლობელს ვთხოვე და მათთვის გადასაცემად ჩემი წიგნი გადაგზავნე – არ ვიცი ვინმეს მიუვიდა თუ არა, მაგრამ ალბათ როცა ვწერდი სწორედ მათზე – ამ იდეალისტებზე გააზრება მაწერინებდა.
თავისუფლება, სიყვარული და სამართლიანობაა ჩემთვის ქრისტე და ამავდროულად ქრისტეა პირველი იდეალისტიც. ამ პროცესებმა, მათმა უსამართლოდ დასჯამ – ქრისტე დამანახა ამ ადამიანებში.
რატომ დავწერე ახლა ეს? არ ვიცი – უბრალოდ მადლობა მათ და ბოდიში მათ დედებს, მამებს, დებსა თუ ძმებს, თვალცრემლიან ბებიებსა და ბაბუებს, დადარდიანებულ ცოლებს და ყოველ წამს კარებისკენ იმედით მომზირალ შვილებს, მომავლის იმედით მზეს შემყურე შეყვარებულებს, მეგობრებს, ახლობლებს…
არ ვიცი, ამ ავტორიტარულ რეჟიმში, ციხიდან გარეთ გამოსვლის წინ რას ეუბნებიან პატმრებს. მაგრამ რადგან ეს ჩემთვის საბჭოთა ჰიბრიდული რეჟიმია – მორალის, ზნეობისა და სამშობლოს გარეშე, რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფოს რაობის გააზრება არ შეუძლია და ყველა თავისი თვისებით პუტინისტურია – ალბათ კონტროლიორი ამბობს – “ს ვეშჩამი”…
მე კიდევ მინდა, ყველა მათგანს მისწვდეს ქართველი ხალხის ყიჟინა – თავისუფლება!
ხალხის? ჰო, მეც გამოუსწორებელი იდეალისტი ვარ, თორემ – აბა, სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს? ხალხი, რომელსაც ციხეში ჰყავს გამოკეტილი მარგალიტები, თან საქართველოს სახელით, ხალხის სახელით გამოტანილი განაჩენით…
ნეტავი მქონდეს მართლა უფლება, ვინმეს შევენაცვლო…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved