დაველოდოთ, ვნახოთმ, მოხდება შერიგება თუ არა – ასე პასუხობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე საყოველთაო თანხმობის იდეასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.
მეუფე იოანე შერიგების პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ჩართულობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რადგან საკუთარ აზრს ძალით “თავს არ მოახვევენ”.
“დაველოდოთ, ვნახოთ მოხდება შერიგება თუ არა. მე არ ვფიქრობ, მე ველოდები შედეგს. ვინც შექმნა პრობლემა, იმან უნდა იფიქროს ამ პრობლემაზე. მე არავის არ ვემტერები. ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ეგ [სასულიერო პირების ჩართვა] ჩვენ ძალით არავის თავს არ მოვახვევთ”, – ამბობს მიტროპოლიტი იოანე.
კომენტარები