სტუ-ს და თსუ-ს პროფესორ მასწავლებლები აცხადებენ, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება დაუშვებელია.
ისინი თვლიან, რომ დამანგრეველი იქნება განათლებისთვის ის, რასაც კობახიძის გუნდი გეგმავს.
თქვენ დაარღვიეთ კონსტიტუციის 27-ე მხული, ამ ჩვენი ცუდი წესდების რამდენი მე-14, მე-15 მუხლები. თქვენ დაარღვიეთ ავტონომია, თქვენ დაარღვიეთ ასევე აკადემიური თავისუფლება არა ჩააგდეთ პროფესურა, გადაგვიარეთ და თქვენ პროფესორებ, ალბათ იმედგაცრუებით მაინც ელოდებით. რაც ეხლა პროცესები მიმდინარეობს და დიალოგი და დიალოგი და დროის გაყვანის მეტი არაფერი არ არის. ჩვენ არაფერი გვიშველის თუ არა ამ უნივერსიტეტების გაერთიანება, ამ რეფორმის შესაწყვეტად, ვიმეორებ, შესაწყვეტად და არა შესაჩერებლად,- ამბობს ცირა ბარამიძე.
ეხლა უნდა გავერთიანდეთ მთელი საქართველო, – ამბობენ პროფესორები.
აღარ არის დუმილის, გაჩუმების, სახლში ჯდომის დრო. ყველა დიდი პატარა უნდა გამოვიდეთ გარეთ, რომ დავიცვათ ეს ორი უნივერსიტეტი, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დავიცვათ ჩვენი განათლება,- ამბობენ ისინი.
გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს.














კომენტარები