• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორი “წითელი ნიშანი”, რომელიც კუჭის პრობლემაზე მიგვანიშნებს – როგორ ხდება კუჭის წყლულის დიაგნოსტირება და მკურნალობა

ალია ავტორი - ალია
15:07 04-16-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
349

ზოგი დაავადება თითქმის უსიმპტომოდ, ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, მათი აღმოჩენა მხოლოდ პროფილაქტიკური კვლევებისასაა შესაძლებელი. თუმცა, არსებობენ დაავადებები, რომლებთა შესახებ ორგანიზმი საწყისი ეტაპიდანაც გვაძლევს ნიშნებს, მთავარია მოვუსმინოთ სხეულს და დროულად მივიდეთ ექიმთან, დიაგნოსტირებისთვის. როგორც ამბობენ, სწორი დიაგნოზი, მკურნალობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

რა გზით გვატყობინებს სხეული კუჭის წყლულზე, რომელია წითელი ნიშნები, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა, „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი–გასტროენტერელოგი, თეონა ჯანაშია პასუხობს.

– რამ გადაგაწყვეტინათ, კონკრეტულად ამ სპეციალობას დაუფლებოდით? რა არის თქვენი პროფესიის მთავარი დადებითი მხარე?

– ჩემს პროფესიას აქვს ერთი უზარმაზარი დადებითი მხარე, რომელსაც არაფერში გავცვლიდი. გასტროენტეროლოგია ქრონიკული დაავადებების მართვასთან რაკი ასოცირდება, შესაბამისად, მიწევს პაციენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობა, სწორად დასმული დიაგნოზი და გამოჯანმრთელებული პაციენტი, არის ყველაზე კარგი შეგრძნებაა ექიმისთვის.

რაც შეეხება პროფესიის არჩევას, გასტროენტეროლოგიამ დამაინტერესა, როგორც ახალი სფეროს შესწავლამ. მაშინ, როცა გადავწყვიტე ექიმი გამოვსულიყავი, არცთუ ისე განვითარებული, არცთუ ისე ცნობადი პროფესია იყო. დღესდღეობით ძალიან ვითარდება, ერთ–ერთი მოთხოვნადი დარგია და მოიცავს ორგანოთა კომპლექტს, დაწყებული პირის ღრუდან, დამთავრდებული უკანა ტანამდე. საკმაოდ გრელი ნუსხა გვაქვს დაავადებების ჩამონათვალის და საინტერესო შემთხვევების მართვის უზარმაზადი გამოცდილებაც დაგვიგროვდა.

– რა არის კუჭის წყლილი და რა იწვევს მას?

–  წყლული ეს არის ლორწოვანი შრის დეფექტი, კუნთოვან შრემდე. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ვიდრე მაგალითად, საყლაპავის. ხშირი სიმპტომები, რა დროსაც მოგვმართავენ გასტროენტეროლოგს, ეს არის დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმში, რომელსაც კავშირი აქვს კვებასთან და დამოკიდებულია წყლულის ლოკალიზაციაზე. ასევე სიმპტომებია: გულძმარვა, წონაში უეცარი კლება, მადის დაქვეთება. არსებობს წითელი ნიშნები, როცა გადაუდებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ესენია: სისხლიანი ღებინება და კუჭის მოქმედება შავი განავლოვანი მასებით. ამ ორი სიმპტომის აღმოჩენისას, არ აქვს მნიშვნელობა ახლავს ტკივილის შეგრნება, დისკომფორტი, სხვა ნებისმიერი სიმპტომი, თუ არა, აუცილებელია ექიმის ჩართვა.

კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზია ჰელიკობაქტერ პილორი, ასევე წყლილის გამომწვევი ფაქტორია არასწორი კვება, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ხანგრძლივად მიღება გარკვეული მედიკემენტების, როგორიცაა მაგალითად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები და სხვა.

– როგორია დაავადების განვითარების ეტაპები, როგორ გამოიხატება ეს ეტაპები და რომელ ეტაპზეა სასურველი მკურნალობის დაწყება?

– ლორწოვანი გარსის ანთებიდან კუჭის წყლულამდე შემდეგი ეტაპებია: ლორწოვანი გარსის დაზიანება, რომელთა გამომწვევი მიზეზები ზემოთ ჩამოვთვალე, იწვევს მაღალ პროცენტში ჰელიკობაქტერიის ინვაზიას და ვითარდება ეროზია, ეროზიასა და წყლულს შორის, განსხვავებაა ზომა და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ მკურნალობს, ეროზია გადადის წყლულში. თავის მხრივ, წყლული შეიძლება გადაგვარდეს ნებისმიერ გართულებაში და გამოიწვიოს პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. საწყის ეტაპზე, გართულებების რისკი, ცხადია, ნაკლებია და შესაბამისად, ამიტომაც, სწორედ, საწყის ეტაპზე სჯობს მკურნალობის დაწყება.

– როგორ ხდება კუჭის წყლულის დიაგნოსტირება ნიუ ჰოსპიტალსში?

– კუჭის წყლულის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება ენდოსკოპიიის მეთოდი, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, მოსახლეობაში, ზონდის სახელითაა ეს კვლევა გავრცელებული. ამ კვლევის დროს ხდება წყლულის ლოკალიზაციის შეფასება საყლაპავი მილიდან დაწყებული თორმეტგოჯა ნაწლავამდე და წყლულის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირება. ასევე, ჰელიკობაქტერიის შემოწმების სხვადასხვა მეთოდები არსებობს, როგორიცაა ბიოფსიის გზით, მორფოლოგიური პასუხით დადგენა, არსებობს ასევე ჰელიკობაქტერიის სუნთქვის ტესტი, ანტიგენის განსაზღვრა განავალში და ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში. ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები სრულიად უსაფრთხოა და არანაირ გართულებას არ იწვევს. ჩვენს კლინიკაში, ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველა აღნიშნული მეთოდი ფართოდ არის წარმოდგენილი და გამოიყენება საჭიროების მიხედვით.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ წყლულის დიაგნოსტირების შემდეგ, ერთ თვეში აუცილებლად უნდა შეფასდეს მკურნალობის პროცესი, როგორ შეხორცდა წყლული და რა ეტაპზე, რა დამატებითი კვლევებია საჭირო და მკურნალობის რომელ მეთოდს უნდა მივმართოთ.

– რა არის ბიოფსია, რისთვისაა საჭირო და როგორ კეთდება ტექნიკურად?

– კუჭის ბიოფსია არის ენდოსკოპიური პროცედურის დროს პათოლოგიური პროცესიდან ნიმუშის აღება და მისი მორფოლოგიური შესწავლა, რათა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და შეფასდეს პათოლოგიური პროცესი და შესაბამისად მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში დანერგილია მეთოდი, რომლის მიხედვითაც, ენდოსკოპიური პროცედურა სრულდება ბიოფსიური მასალის აღებით, შემდგომი მორფოლოგიური კვლევისათვის. ეს საშუალებას გვაძლევს სწორად დაისვას დიაგნოზი, შეფასდეს პათოლოგიური პროცესის არსებობა, მიმდინარეობა და გამოსავალი.

– კუჭის წყლულის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– კუჭის წყლულის მკურნალობა მოიცავს მჟავიანობის დამაქვეითებელი მედიკამენტების გამოყენებას და პრეპარატების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ასევე გამოიყენება სხვადასხვა სიმპტომური საშუალებები. თუ გამომწვევი არის ჰელიკობაქტერ პილორი, მკურნალობაში აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ანტიბიოტიკური თერაპია. თუ რომელი მედიკამენტებით უნდა ვუმკურნალოთ, ამის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, თანხმლები დაავადებების და ზოგადი სურათის, ასევე დაავადების ეტაპის გათვალისწინებით.

– თუ არსებობს პროფილაქტიკის ოქროს წესი და რა ზოგადი რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგვცეთ?

– პროფილაქტიკური ღონისძიება კუჭის წყლულის წარმოქმნაში ყოველთვისაა კავშირში კვებასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან. რაიმე განსაკუთრებული ტესტი, რომელიც დაგაზღვევს კუჭის წყლულისგან, სამწუხაროდ, არ არსებობს.

შესაბამისად, ალერნატივა არ აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს, თანმხლები დაავადებების გამო, სხვადასხვა მედიკამენტების სწორად მიღებას და თვითმკურნალობის თავიდან აცილებას, რომელიც დროში ახანგრძლივებს პროცესს და არ იწვევს გამოჯანმრთელობას. ექიმთან დროული ვიზიტი ეს არის დაავადების წარმოქმნის, მისი განვითარების ხელშემშლელი მთავარი ფაქტორი.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved