• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა, სარდაფში სამუშაოები არ მიმდინარეობდა, არც საძირკველთან ჰქონდა შეხება – ბათუმში ბინის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
16:10 10-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს დღის ბოლომდე ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც წინასწარი პატიმრობის საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

დაკავებულებს, მათ შორის, ბინის მესაკუთრეს, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პირველი სართულის საცხოვრებელი ფართის სარდაფთან გაერთიანება სურდა, ნორმების უხეშ დარღვევას ედავებიან, რამაც საბოლოოდ ადამიანების სიკვდილი და ქონების განადგურება გამოიწვია.

ბინის მეპატრონის ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვს მხოლოდ ორი ბინის გაერთიანება სურდა, სარდაფსა და საძირკველთან კი არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. 

“პირველ სართულზე ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა, არავითარ სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა, საძირკველთან შემხებლობა არასოდეს არ ჰქონია – ამას ექსპერტიზაც დაადგენს და მუშების ჩვენებებითაც დადგინდება. თავად ერთ-ერთი დაზარალებული სარემონტო სამუშაოების თვითმხილველია და ხედავდა, საყრდენ კედელთან რომ არ მიმდინარეობდა, ერთ-ერთი დაზარალებულისთვის არის ეს ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია. ის არის გაურკვეველ სიტუაციაში თვითონ ამბობს, რომ მე არ ვარ მშენებელი, მე ვთხოვე კომპეტენტურ პირებს დახმარება, მათი კონსულტაციების ქვეშ კეთდებოდა ყველა სამუშაო,”-აცხადებს ადვოკატი. 

პარალელურად, გამოძიება სხვა პირთა პასუხისმგებლობის გამოკვეთის საკითხზეც მუშაობს. რაც შეეხება 26 მაისის ქუჩაზე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, კორპუსის ის ნაწილი, რომელიც ნგრევას გადაურჩა, კვლავ დალუქულია. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved