• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ორ ნაბიჯში“ 2 წელია ქულებს ვაგროვებდი… 1000 ქულას გადასცდით და ჩაიწვით, ქულები განულდა და ათვლა თავიდან დაიწყოო!“

ალია ავტორი - ალია
02:48 06-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,492

მწერალი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ორ ნაბიჯში“ ვყიდულობდი თუ ვყიდულობდი. „ქულაბა“ ბარათი ჩემი იმედი იყო. ყოველთვის ვატარებინებდი, თუ მავიწყდებოდა, ვბრუნდებოდი და მაინც ვატარებინებდი.

2 წელია ველოდებოდი, რომ 1000 ქულის შემდეგ მივიდოდი ფასდაკლებით ვიყიდდი: მაწონს, წიწიბურას, მჟავე კიტრს… უცნაურად დაგვაჯულ კარტოფილს.

სიზმარში ვხედავდი, როგორ ნარნარად იღებოდა მაღაზიის კარი, ჩემს მიახლოვებაზე, თავისით, ფართოდ… იქ მომუშავე ბიჭუნები და გოგონები ღიმილით მხვდებოდნენ: აქეთ მობრძანდით ბატონო, ალეკო, აქეთ. რას ინებებთ ფასდაკლებით: კეფირს, ორცხობილას თუ ამარანტს ?

და აი, დღეს გავუწოდე ბარათი საოცარი ღიმილით და ბრინჯზე მოვითხოვე ფასდაკლება, კიდევ – მაკარონზე.

ვერაო, მითხრა ადმინისტრატორმა, – ქულები არ გყოფნითო.

რა ქულები არ მყოფნის, ხომ არ გააფრინეთ-მეთქი?! – დავუყვირე.

აი, ეგრე, არ გყოფნით, მხოლოდ 100 ქულა გაქვთო.

2 წელია ვაგროვებ, რა 100-მეთქი?!

ჩაიწვით, ბატონო ალექსანდრეო.

როგორ ჩავიწვი-მეთქი?

1000-ს რომ გადაცდა, ჩაიწვითო.

რა იყო „აჩკოს“ მეთამაშებოდით, რას ნიშნავს ჩავიწვი, ვგრძნობ, მეორე ინფარქტი მგლეჯს-მეთქი!

ეგრეაო. 1000 -ს გადაცდით, ეგ მომენტი გამოგეპარათ, ქულები განულდა და ათვლა თავიდან დაიწყოო…

ანუ 2 წელი განულდა. გესმით?

იმის მაგივრად, რომ 1000 ქულის მერე ბონუსი მოეცათ, გამინულეს.

ჩავიწვი. ანუ კარტში 16 ქულა მქონდა და 6-იანი მომივიდა…

რა მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა, როგორ გაფრინდნენ ჩემი სიროკები, ვერმიშელები და ვაფლები ცხრა მთას იქით

ახლა ბანკირი მე ვიქნები, მე დავარიგებ-მეთქი, წამოვიყვირე… სხვა რა უნდა მეთქვა ვერ მივხვდი.

გიჟი ხომ არ ხართ, სივრცე დატოვეთო.

ერთხელაც იქნება, მართლა დავტოვებ ამ აბსურდულ სივრცეს, წავალ ზეცაში და იმედია იქ კარტს არ თამაშობენ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved