• რეკლამა
  • კონტაქტი
12:41, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“ – რას წერს თამთა მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:48 10-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

,,ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.
ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.
“კანვასის” დესტრუქციული მიზნების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაავრცელა, ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუმცა მე უკვე არსებული ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო “კანვასის” რევოლუციურ გამოცდილებაზე კერძოდ,
2011 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან , ქაიროს ქუჩებში გამოსული დემონსტრანტი სტუდენტები ე.წ. „6 აპრილის მოძრაობიდან“ , ძალიან ხშირად ჩანდნენ კადრებზე “კანვასის”ლოგოტიპიანი ალმებით.
პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ეგვიპტელი ბლოგერი მუჰამედ ადელი,ერთ ერთ ინტერვიუში აღიარებდა, რომ “კანვასთან” 2009 წლიდან თანამშრომლობდა და სწორედ იქ ასწავლეს დემონსტრაციების ორგანიზება.

ანუ “კანვასის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში მონაწილეობდნენ პირები რომლებმაც „არაბული გაზაფხულის“ მოაწყვეს.

2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ
პირები, რომლებიც “კანვასის” მმართველ რგოლს წარმოადგენენ, “ოტპორის“ ყოფილი წევრები არიან და რომლებსაც 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან პირდაპირი კავშირი გააჩნიათ.
ისინი საქართველოში აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას.
დიახ, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს და მათი მიზანი 2003 წლის მსგავსად უცველელი იყო.

საკითხს თუ გლობალურ ჭრილში შევხედავთ ფაქტებით დასტურდება, რომ
„ფერადი“ რევოლუციები რეალურად სახალხო მასების სპონტანურ აქტიურობას კი არა, მკაფიო და დეტალურად შემუშავებულ გეგმას წარმოადგენს და ამ პროცესში ჩართული საგანგებოდ დაქირავებული პირები არანაერ პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას არ სცნობენ.
ამის დასტურია მაგალითად ერთ-ერთი ინსტრუქტორის ვინმე სინისა სიკმანის, როგორც რევოლუციების მოწყობის სპეციალისტის ინტერვიუ ერთ – ერთ
გამოცემასთან:
კითხვაზე, დაუფლებია თუ არა იმედგაცრუება მისი ორგანიზაციის დახმარებით სხვადასხვა ქვეყნებში მოწყობილი ფერადი გადატრიალებების გამო, სიკმანი პასუხობს:
“- რატომ უნდა ვგრძნობდე იმედგაცრუებას? დაე უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ იმედგაცრუებულები. ეს ჩემი მიწა არაა. დიახ, მე ვატრენინგებდი ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ რევოლუციებს მე არ ვახდენდი. მე მხოლოდ ვუზიარებდი ჩემს ცოდნას. უკრაინელები, ქართველები, ლიბანელები, ეგვიპტელები ყველაფერს თავად აკეთებდნენ. დიახ, პერსონალური ტრენინგი ძალზე მნიშვნელოვანია, ცოდნა მხოლოდ წიგნებიდან ვერ მოვა. მაგრამ მე არ ვარ მათი ისტორიის ნაწილი. მე არავის არ ვუბიძგებ (რევოლუციისკენ)… თუ ახლანდელი ქართული ოპოზიცია მოვა ჩემამდე, მათაც ვასწავლი, როგორც ოდესღაც სააკაშვილის ხალხს ვასწავლიდი… მე არ ვიბრძვი დემოკრატიისთვის. მე უბრალოდ არ მჯერა დემოკრატიის”!

სინისა სიკმანის მიერ ინტერვიუში უკრაინის ხსენება მაფიქრებინებს, რომ უკრაინაში მომხდარი “ნარინჯისფერი” რევოლუციაც მათი ხელწერაა რომელსაც “მილიარდერებზე მილიონერების გამარჯვება“ უწოდეს რადგან – რევოლუციის შემდეგ გლობალისტებთან დაკავშირებულმა მდიდრებმა დაიწყეს დანარჩენი მდიდრების ქონების გადანაწილება.
ასევე საინტერესოა 2020 წლის ივლისში უკრაინის „მაიდანის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, მულტიმილიონერი და რადას დეპუტატი დავით ჟვანიაა აღიარება რომ 2014 წელს კიევში მაიდანზე მდგომი ადამიანები ოპოზიციას მხოლოდ „მასოვკად“ სჭირდებოდა, რათა ძალაუფლება და ფული ჩაეგდო ხელში. ამისთვის მათ ევროპარლამენტშიც ბევრი ვინმე იყიდეს, ხოლო ოლიგარქებს ხელსაყრელი თანამშრომლობა შესთავაზეს. ჟვანია მიმართავდა იმდროინდელ გენერალურ პროკურორს წინადადებით, დაებარებინათ იგი დაკითხვაზე, სადაც მისცემდა ამომწურავ ჩვენებას როგორ დაიგეგმა და განხორციელდა გადატრიალება, სანაცვლოდ კი ითხოვდა უსაფრთხოების გარანტიებს, ვინაიდან მაიდნის ორგანიზატორებს კარგად იცნობდა და დარწმუნებული იყო რომ მის მოკვლას დაგეგმავდნენ.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2022 წლის მაისში ჟვანია დაიღუპა, დიდი ალბათობით მოკლეს.
ასევე საგულისხმოა, რომ 2023 წლის მაისში გავლენიან ამერიკულ მედიაგამოცემაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი 2022 წელს, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე შეუდგა უკრაინის ბიზნეს-სექტორის გადანაწილებას უშიშროების სამსახურების გამოყენებით და სამართებრივი ნორმების სრული იგნორირებით.
ალბათ თქვენც ხედავთ მსგავსებას “კანვასის” მიერ გადამზადებულ „ვარდოსან რევოლუციონერებთან “ – როცა ადამიანებს აგენტობას აბრალებდნენ და მათი საკუთრების ბანდიტურად ისაკუთრებდნენ.

კიდევ ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ გამოძიების შედეგებს დაველოდები.
ერთი რამ ფაქტია- რევოლუცია გეგმის გარეშე არ არსებობს!
გეგმა წინასწარ იწერება, მუშავდება, სამიზნე ჯგუფების მომზადება ხდება და ის რასაც საზოგადოება ხედავს მხოლოდ დემოკრატიისა და სიახლის მოთხოვნის აუცილებლობით იფუთება, სინამდვილეში კი ამ მოვლენების უკან რეალური “დიდი” დამკვეთები დგანან.”

თეგები: თამთა მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved