• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოქმზე ხელი როგორ მოაწერეთ?” – თეა თუთბერიძე ოპოზიციას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
06:56 11-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

თეა თუთბერიძე:

“მეგობრებო, ერთ კეთილ რჩევას მოგცემთ ოპოზიციურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, რადგან ძალიან არ მინდა ადამიანები, რომლებიც თქვენი გულწრფელი და უანგარო მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული ვნახო.

ბევრგან შემხვდა უკვე, რომ აი, ოქმებში სხვაობაა გაცემულ ბიულეტენებსა და მიცემულ ხმებს შორის. ასევე ის რომ, უფრო მეტი ჯამური რაოდენობაა დაფიქსირებული ოქმებში ვიდრე უბანზე ბიულეტენია გაცემული მისულ ამომრჩეველზე და ა.შ. ვინც არჩევნები იცით, ხომ იცით, რომ ოქმებს გადასატანი ყუთის ხმები ემატება და საერთო ჯამური მაჩვენებელი სხვა გამოდის ბუნებრივია? ამდენი ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრების ხელმოწერაა ოქმებზე და ოქმი თუ არასწორადაა შედგენილი, თქვენი წარმომადგენლები ხელს როგორ აწერენ ამ ოქმებს? ასევე, ოქმებზე სადაც ნაკლები ბიულეტენია დაფიქსირებული ვიდრე გაიცა ამომრჩეველზე, მანდ საერთოდ ვერ იდავებთ ოქმის არასწორად შედგენაზე, რადგან მე ამომრჩეველმა ჯიბეში შეიძლება ჩავიდო და სახლში წავიღო სულაც ბიულეტენი.

ლოგიკა სადაა, თუ ოქმი არასწორადაა შედგენილი, შენი კომისიის წევრი რომელსაც სპეციალური ტრენინგები აქვს გავლილი თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს არჩევნებზე, ხელს როგორ აწერს ამ ოქმებს? ამიტომ მორჩით ამ სპეკულაციებს მეგობრებო და საქმეს მიხედეთ! დაჯექით და რეალურად დააჯამეთ უბნებიდან წამოსული შედეგები. გამორიცხულია ცესკომ ოქმების შეცვლა მოახერხოს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ყველა უბნის ოქმზე ხელი აქვთ მოწერილი და ასლი წამოღებული. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუ ოქმი არასწორად იყო შედგენილი, მაშინ ხელი არ უნდა მოგეწერათ, საჩივარი უნდა დაგეწერათ. თუ მოაწერეთ და საჩივარი არ დაწერეთ, აბა ახლა რაზე ვსაუბრობთ ვერ ვიგებ. საქმეს მიხედეთ მეგობრებო, საქმე“

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: თეა თუთბერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved