• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის ამ უცნაურმა ვოიაჟმა სერიოზულად დააზიანა” – რა სცენარზე საუბრობს ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
10:17 10-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

რო­დე­საც სა­ზღვარს უკა­ნო­ნოდ კვეთ, ესე იგი შენ გაქვს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი, უკა­ნო­ნო დღის წეს­რი­გი, – ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერ­ში გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბი რომც არ იყოს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის გა­მოც და­სა­პა­ტიმ­რე­ბე­ლი იყო.

„ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც იყო ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი და კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტი, აი ახლა, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ში ორ­ჯერ და­არ­ღვია კა­ნო­ნი. რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ცაა უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა ის სა­ზღვა­რი და უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი. მარ­ტო ამის გამო იყო ის და­სა­პა­ტიმ­რე­ბე­ლი. ადა­მი­ანს რო­დე­საც ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე გაქვს პრე­ტენ­ზია, შენ თვი­თონ იმ ქვეყ­ნის კა­ნონს პა­ტი­ვი ხომ უნდა სცე, რო­დე­საც სა­ზღვარს უკა­ნო­ნოდ კვეთ, ესე იგი შენ გაქვს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი, უკა­ნო­ნო დღის წეს­რი­გი. დიდი ბო­დი­ში ახლა, ამის­თვის, რაც არ უნდა მა­გა­რი ბიჭი იყო და შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვიყო, მა­ინც უნდა ჩავ­თვა­ლო, რო­გორც კა­ნონ­მორ­ჩილ­მა ადა­მი­ან­მა, რომ შენ ხარ ამის გამო და­სა­პა­ტიმ­რე­ბე­ლი”, – გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ არ­ჩევ­ნებ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბო­და.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მე ვფიქ­რობ, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­საც უკე­თე­სი შე­დე­გი ექ­ნე­ბო­და და სხვა პარ­ტი­ებ­ზე სა­ერ­თოდ არ ვლა­პა­რა­კობ იმი­ტომ, რომ და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ უც­ნა­ურ­მა ვო­ი­აჟ­მა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა, ისევ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი ველი შე­იკ­რა.

ის რომ არ და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ იმ დღეს, შე­იძ­ლე­ბა ცოტა სხვა სცე­ნა­რი მიგ­ვე­ღო, მაგ­რამ და­პა­ტიმ­რე­ბამ სა­ბო­ლო­ოო ჯამ­ში გან­სა­ზღვრა ის შე­დე­გი რაც გვაქვს.

მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია თვი­თონ ამ პარ­ტი­ის, იგი­ვე მე­ლი­ას ქცე­ვა­ზე. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრობ­ლე­მა ახლა რა­შია?! პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი უკავ­შირ­დე­ბა ახლა არ­ჩევ­ნებს, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე აქვთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრობ­ლე­მა. პირ­და­პირ გე­ტყვით, შიგ­ნი­თაც პარ­ტი­ა­ში რა­ტომ­ღაც მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბია. ახლა არ არის იმის დრო, რომ ისევ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი რა­ღა­ცა, კუნ­თე­ბის თა­მა­ში იყოს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე, რით ვერ გა­ი­გო ამ ხალ­ხმა, რომ არ არის ქვე­ყა­ნა­ში მო­ცე­მუ­ლო­ბა ისე­თი, რო­დე­საც აქ­ცი­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გის მი­ღე­ბა. მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოშ­ვე­ბას აქ­ტი­უ­რად ითხოვს მო­სახ­ლე­ო­ბის 30%, და­ნარ­ჩე­ნი 70%-დან ვი­ღა­ცას არ აინ­ტე­რე­სებს, ვი­ღა­ცას არ უნდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­რა­ფერს ვერ მო­ახ­დე­ნენ. მით უმე­ტეს, სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში ხომ უნდა დავ­რჩეთ, რა წე­სით უნ­დათ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა? ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის გახ­ლავთ პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბა. სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი არ არის. სა­სა­მარ­თლომ რომც მო­ინ­დო­მოს ასე სწრა­ფად ვერ გა­მო­უშ­ვებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას რომ ნდო­მო­და თა­ვი­სი სი­ტყვის თქმა, იტყო­და უკვე, დღემ­დე“, – გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved