• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციური პარტიები პარლამენტში თუ არ შევლენ, გაქრებიან” – რამაზ საყვარელიძე

ალია ავტორი - ალია
11:52 12-11-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

“არის ლაპარაკი, ახლა კომპრომატების ომიაო, მაგრამ ესეც არ არის, იარლიყების ომია,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ლოგიკურად გამართული არ არიან.

„მგონი, დაგინებულია და მიშას დაგინებულის ეშინიათ. იმიტომ, რომ ძველი მექანიზმია ამუშავებული. მე 90-იანი წლების მექანიზმი მახსენდება, კაგებეს აგენტიაო, იარლიყი რომ იყო და ხალხს მაგ იარლიყის ეშინოდა. ელისაშვილის ახლა იარლიყების ომი გამოუცხადეს, ხომ?! ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, ესენი რომ აყოლილი არიან“.

„უცხოელებთან უნდათ ურთიერთობა და მივიდნენ მოლაპარაკებებზე. უცხოელებთან ხომ არ გაიფუჭებენ ურთიერთობას, მაგრამ მეორე მხრივ, მოდიან და იმ უცხოელებს აგინებენ. ისინი ლოგიკურად გამართული არ არიან, ლოგიკა არ აქვთ და შევეგუოთ იმას, რომ ადამიანები შეიძლება, ისე მოქმედებდნენ, ლოგიკა, აზროვნება და სტრატეგია არ ჰქონდეთ. აფექტში არიან და მეტი რა უნდა ქნან?!“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოცემულობას მივიღებთ პარლამენტში საბოლოოდ, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, გაქრებიან.

„მერე წავა ასეთი სცენარი – დარჩება „ქართული ოცნება“ და დაიწყებს ჯგუფებად დაყოფას. ასეთიც ხომ გვინახავს?! ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ შეიქმნება, თუ ჩვენ თვითონ არ გვექნა ისტერიკა – აუ, რა გვეშველება. ცხოვრება წავა ისე, როგორც პრინციპში, დასავლეთს უნდა. ისეთი ფიგურის დანიშვნით, როგორც აშშ-ის ელჩია, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ დასავლეთისთვის საქართველო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამ მნიშვნელობას გვერდით, უცებ, ყარაბაღის თემაში რუსეთის ჩართვა ჩაუდგა. ასე რომ, ეს მნიშვნელობა კვადრატში და კუბში ავიდა. ამიტომაა, რომ თუ 2003 წელს დასავლეთი შენთან რევოლუციას უჭერდა მხარს, დღეს არა იმიტომ, სამართლიანია თუ არასამართლიანი, მათთვის პოლიტიკურად არ არის მიზანშეწონილი საქართველოს აწრიალება. აი, ეს ფაქტორიც დაემატება იმას, რომ ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა საყვარელიძემ.

ასევე, პოლიტოლოგმა  გადაცემაში აღნიშნა, რომ საზოგადოება არ ღელავს და ამიტომ, ქუჩის პროცესები არ იქნება.

„საზოგადოებას რომ ვუყურებ, ეს საზოგადოება უმეტესწილად, არ ღელავს და ამიტომ, მიტინგებზეც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უბრალოდ, არ იქნება პროცესი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არიქა, ქუჩა წამოტივტივდეს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved