• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციის სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია

ალია ავტორი - ალია
15:31 05-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მსჯელობენ.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარ თავს მაჟორიტარულ ოლქებში უკვე მოიაზრებს.

გიორგი ვაშაძე:

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა სავარაუდოდ თბილისში დასახელდება: „ვაპირებ მაჟორიტარობას.. სავარაუდოდ თბილისში !!“

გიგი უგულავა:

„ევროპული საქართველო“ ლიდერი გიგი უგულავა, რომელმაც საპყრობილე სულ ცოტახნის წინ დატოვა მაჟორიტარობას არ გამორიცხავს: „ლოგიკურია, რომ ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ჯერ ვერ ვიტყვი. სხვა პარტიებთან უნდა გავიარო კონსულტაციები“.

ზურაბ ჯაფარიძე:

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ მაჟორიტარი კანდიდატი იქნება თბილისში, კერძოდ ვაკის რაიონში: „თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, თბილისი იქნება აუცილებლად და იქნება ვაკე. იქ დავიბადე და იქ გავიზარდე და ვერ წარმომიდგენია, სხვაგან რატომ უნდა ვიყარო კენჭი.“

ნიკა მელია:

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვარაუდობს, რომ ის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება სამეგრელოში ან თბილისში: „მე განვიხილავ თბილისში ერთ-ერთ ოლქს და დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს. იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩემი მხრიდან, თუ გვეყოლება ძლიერი კანდიდატი თბილისის იმ ოლქში და ანგარიშგასაწევი, სადაც მე ვთვლი, რომ შეიძლება მქონდეს მაღალი შანსები.“

ირაკლი ოქრუაშვილი:

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს გორში: „არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ“.

შალვა ნათელაშვილი:

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარი კანდიდატი იქნება: „მე თუ მკითხავთ ვიქნები, მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ვინმეს ხელსშევუშლი პრობლემა არ იქნება, მხარს დავუჭერ საერთო მიზანს. თბილისი თუ დუშეთი – ეს უკვე აღარ ვიცი“.

დავით ბერძენიშვილი:

„რესპუბლიკური პარტია“ოპოზიციური ერთობის წევრია და საერთო მაჟორიტარი კანდიდატების მომხრეა. დავით ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ თავად იყოს მაჟორიტარი კანდიდატი: „ეს არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი, მაგრამ არც არაფერს გამოვრიცხავ“.

პარტია „დემოკრატიულ საქართველოში“ არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იყოს, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ მათგან მხოლოდ ერთი კანდიდატი წარმოდგენილი არ იქნება.

რაც შეეხება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევენებში მაჟორიტარ კანდიდატებს დამოუკიდებლად დააკომპლექტებს, თუმცა რიგ ოლქებში კოორდინაციას არ გამორიცხავენ.

„ჩვენ, როგორც ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. რაც გულისხმობს არა მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, არამედ მაჟორიტარული ნაწილითაც არჩევნებს. მაგრამ იმისდამიხედვით, როგორ განვითარდება პოლიტიკური ვითარება, ჩვენ მზად ვართ კოორდინაციისათვის, მაგრამ ეს არ გულისხმობს უცილობლად 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კოორდინაციას”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია საერთო მაჟორიტარების დაყენებას აანონსებს. უკვე ცნობილია სავარაუდო რუქა, თუ როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საქართველოს მასშტაბით.

30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში იქნება.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved