• რეკლამა
  • კონტაქტი
04:53, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ოპოზიციიდან ხუთმა-ექვსმა პარტიამ განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერთან, თუ არავის აქვს პრობლემა, რატომ არის საერთოდ ბარიერის საკითხი წამოწეული?!” -შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:00 11-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს, როგორ ფიქრობს, უნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ ევროპული პარტნიორების გზავნილები საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ მსჯელობა არ წარმოაჩინოთ, როგორც მოწოდებად და განცხადებად – არავინ მოუწოდებს. ხუთ პროცენტზე დაბალი ბარიერის არანაირი სტანდარტი არ არსებობს, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია. გასაკვირია, საერთოდ საიდან გამოჩნდა ეს თემა, რადგან ოპოზიციას რასაც ვაკვირდებით, თავს იმართლებენ, სამჯერ გაზარდეთ ბარიერი, არავის გვაქვს პრობლემაო. რაც დავთვალე, ხუთმა-ექვსმა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერთან. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს პრობლემა, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძემაც კი განაცხადა, რომ მასაც არ აქვს პრობლემა ხუთ პროცენტზე, ასევე განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“. ამ ექვსმა პარტიამ თქვა, რომ არ აქვს პრობლემა. თუ არავის აქვს პრობლემა, რატომ არის საერთოდ საარჩევნო ბარიერის საკითხი პრობლემა?! ამიტომაც ხელოვნურად წამოწეული თემაა. არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია, წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში, რომ ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმი, სინამდვილეში, გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული რამდენიმე ერთეული პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში. ხუთი პროცენტი არის ადეკვატური და სწორედ ამიტომ არის ის უმეტეს ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ ბარიერისთვის მოემზადონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved