• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიცია ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას, როგორ დატუქსა და როგორ აუწია ყური მათ შარლ მიშელმა – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
13:53 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ოპოზიცია ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას, როგორ დატუქსა და როგორ აუწია ყური მათ შარლ მიშელმა, – აცხადებს თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი.

სუბარის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა ყველა აქტორისგან მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ მიეთითა ძალიან მკაცრად „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ უნდათ, დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც სერიოზული აქტორები, ამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ. არა მხოლოდ ხელი უნდა მოაწერონ, არამედ აიღონ ვალდებულება მის შესრულებაზე. დადებითი, რაც თქვა ბატონმა შარლ მიშელმა, მან გამოთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ ყველა აქტორი და პოლიტიკური მოთამაშე გამოთქვამს მზადყოფნას, შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც ამ დოკუმენტის ხელმოწერით აიღეს. თუმცა რეალობა სამწუხაროდ ჯერჯერობით არის საპირისპირო. ქართული ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა, რომელიც ხელმომწერია, არ მიიღო მონაწილეობა არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და მოსამართლეთა დაკომპლექტებასა და სასამართლო რეფორმაში. ეს ხელს უშლის იმ ინკლუზიურობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის.

მიშელმა რაც ილაპარაკა, რამდენად კმაყოფილი დარჩა ამით ოპოზიცია, ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა რამდენიმე ოპოზიციონერის განცხადებებში. მაგალითად, გიგა ბოკერიამ პირდაპირ თქვა, რომ არის ძალიან უკმაყოფილო და გულდაწყვეტილი, რომ მის მოლოდინებს აბსოლუტურად აცდენილი იყო შარლ მიშელის გზავნილები. ეს იყო დახურულ კარს მიღმაც და ღიადაც. მაგრამ რაღა დარჩენით, ღია გამოსვლები არ მოეწონათ; უნდათ, საზოგადოება დააჯერონ, რომ სადღაც კარს მიღმა სხვა რამე იყო. ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, როგორ დატუქსა და როგორ აუწია ყური ოპოზიციას შარლ მიშელმა, მისი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმის გამო და იმათ, ვინც ხელი მოაწერეს, იმის გამო, რომ ხელი მოაწერეს, მაგრამ შეთანხმებებს არ ასრულებენ. დანარჩენი არაფერი არ ყოფილა, ისღა დარჩენიათ, ილაპარაკონ იმაზე, რაც არ ყოფილა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved