• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
11:03 02-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისთან განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი, რათა დაეპატიმრებინათ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

„როგორც ყველა ველოდებოდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა საბჭოთა არმიის დაბადების დღეს გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი, რათა დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლო იქნება თავისუფალი. ეს იქნება ძალიან მალე. შესაბამისად როდიონოვების, გავრილოვების, რუსების ბოლშევიკების ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია. ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი, ყველა ოთახი გაპარტახებულია. რამდენიმე ადამიანი შენობაში ცუდად გახდა და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახა. ახლა ჩვენ მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო ეს სასაკლაო ადამიანებს, რომელიც უსპობს ევროატლანტიკურ მომავალს ქვეყანას. ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ხართ სახლში, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი, ჩვენი შვილების ბედი, მობრძანდით 15:00 საათზე კანცელარიასთან და აუცილებლად უნდა ვობრძოლოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved