თამარ ჩხეიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“საშინლად ნერვების დამგლეჯი და გასაგიჟებელი რამ ხდება – აშკარა გამარჯვება უდიდესი საფრთხის ქვეშაა: ხომ სრულიად აშკარაა, რომ ცესკოში, რომელშიც ყველა არჩევნების შემდეგ მალევე ეგზიტპოლის გამოქვეყნებას მოყვებოდა ოქმების დადება, ახლა, ამ წუთებში გაქანებული მუშაობა მიდის, რომ როგორმე ხელისუფლების დამარცხება გამარჯვებად გააფორმონ!!!!
ამიტომ ვერ დებენ ჯერაც ვერაფერს, მაგრამ გააყალბებენ და დადებენ!აბსოლუტურად სწორი იყო გვარამიას რეაქცია!!!
ახლა წესით ყველაფერი უნდა დუღდეს და გადადუღდეს! ერთი რამ ვერ გავიგე: რატომ არ უჭირავს ხელში ოპოზიციას ოქმები, ეს ხომ მთავარია, რით ვერ იღებენ სინქრონულად ოქმებს??? ჩვენც კი, როცა ვმონაწილეობდით არჩევნებში უკაპიკოდ, ოქმების დიდ ნაწილს ჩვენი წევრები გვაწვდიდნენ, ახლა ხომ ეს სმარტფონითაც კი შეიძლება მიიღო სინქრონულად?
ვერ გავიგე და ვკითხულობ – მესმის რიტორიკულად (ვინ მიპასუხებს) გვაქვს თუ არა ოქმები? ოქმი თუ ხელში გაქვს, ეს ბრძოლის უტყუარი იარაღი იქნება! იმედი არ დამიკარგავს, რომ ოქმები ოპოზიციას აქვს, მაგრამ რომ არავინ ახსენებს? რა ხდება?
მოსახლეობამ თავისი საქმე ძირითადად გააკეთა_ მან აშკარად გამოხატა ხელისუფლების შეცვლის გადაწყვეტილება, სააკაშვილმაც უდიდესი როლი შეასრულა, ფაქტიურად სული ჩაბერა ამ პროცესს, ტელევიზიებმა თავისი როლი შეასრულეს, ოპოზიციამ ბევრი იმუშავა. მაგრამ ხმების დაცვა თუ ვერ მოხერხდა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება! ღმერთმა ნუ ქნას, რომ აშკარად განადგურებული და უჩვეულოდ ზრდილობიანად მოლაპარაკე კობახიძე ხვალ ისევ თავის სტიქიაში მოგვევლინოს!
კომენტარები