ირაკლი ღარიბაშვილს “კონსტრუქციული ოპოზიციის სჯერა” და ამბობს, რომ დიალოგი გაგრძელდება, თუმცა არა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე:
ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ. ის განცხადებები, რომელიც არის ბორელის, ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია, ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ, აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ ევროკავშირის განცხადებები, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად ეს გამორიცხას ყოველგვარ კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს.
აქედან გამომდინარე, მე მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს. მე მჯერა, იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი,“
შეგახსენებთ, “ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ამ დროისათვის ციხეშია.
კომენტარები