• რეკლამა
  • კონტაქტი
18:50, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიცია, გაინძერი, სანამ ხალხმა თვითონ დაიწყო შურისძიება – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:03 01-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“როდესაც ებრძვი ბოროტებას, ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ბრძოლაში ვისაც ებრძვი, იმას დაემსგავსო.

და რაც უფრო დიდია ბოროტება, მით უფრო იმატებს ეს საფრთხე.

მეორეს მხრივ, როდესაც კაზინოს სხვადასხვა ღირებულების “ფიშკად” გთვლიან, როდესაც შულერი გეთამაშება, უაზრობა და უსუსურობაა მას ჭადრაკის სვლებით დაუპირისპირდე – ჭადრაკი მხოლოდ ჭადრაკის დაფაზე შეიძლება ითამაშო და არა რულეტკასთან.

რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ არ დაემსგავსო იმ ბოროტებას, ვისაც ებრძვი და თან მოუგო? – უნდა გადმოიყვანო ის კაზინოდან შენს მოედანზე – ქუჩაში და იქ მოუგო.

როგორ უნდა აირიდო თავიდან თანამოაზრეებს შორის უთანხმოების გამომწვევი ექსცესები? – ამისათვის სიტუაცია შენ უნდა აიღო ხელში და ყველა აქცია შენი – პოლიტიკოსის მიერ უნდა იყოს ორგანიზებული.

რთულია? კი, რთულია, მაგრამ სხვა გზა იმ ბოროტებასთან საბრძოლველად, რომელიც ფიზიკურად და მორალურად განადგურებს, უბრალოდ არ არის და თუ გინდა ამ ბრძოლაში გამარჯვება, ეს უნდა შეძლო.

და სანამ ამას არ ან ვერ აკეთებ, ნუ გიკვირს და ნუ საყვედურობ არაპოლიტიკოს მოქალაქეებს, რომლებიც მათი შვილების ხარჯზე გაზულუქებულ კაცუნებს თავზე ნაგავს დააყრიან – იმ ნაგავს, რომელშიც უამრავი ადამიანი ამდენი წელია საჭმელს ეძებს!

ოპოზიცია, გაინძერი, სანამ ქაოტურად, შენგან უმართავად, სასოწარკვეთილმა ხალხმა თვითონ დაიწყო შურისძიება და სანამ არ ინძრევი, არ გაქვს უფლება დაგმო ის, ვინც უშენოდ დარჩენლი, როგორც ესმის, ისე ებრძვის ბოროტებას!

ოპოზიცია! გაინძერი!”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved