• რეკლამა
  • კონტაქტი
19:48, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
12:17 04-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის მიხედვით, იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.

პარლამენტში ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, “ამით ცუდი არაფერი ხდება”, ამასთან პაატა კვიჟინაძემ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სანქციების სამიზნე გახდეს.

“ბატონ ბიძინაზე[ივანიშვილზე] ვერიდები ხოლმე საუბარს. თუ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია ბადრი პატარკაციშვილის გაკეთებული და დანარჩენი სულ ყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებულია. ეკლესია, თეატრები თუ დანარჩენი ყველაფერი. კითხვა დაისვა – რა გადაიხადა საქართველოშიო, მეტი რა უნდა გადაიხადოს? ყველაფერი ტყუილია, რასაც ამბობთ, რომ უნდა აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, რომ მერე არაფერი გადაიხადოს და ეშინია არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებ. იმიტომ, რომ თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვინც არ უნდა იყოს, პაატა იქნება თუ სხვა იქნება, ვერაფერი ვერ უშველის. იქნება დასანქცირებული ყველა ბანკები. ვიცით, რომ თიბისიდან საქართველოს ბანკში რომ 100 დოლარი გადარიცხო, ისიც ამერიკის გავლით ხდება და როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ აქ გამოიყენებ ყველაფერს როგორც მოგინდება? ეს არის აბსურდი.

არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს, ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება? და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანქციებთან ამას ამას აკავშირებს ისეთი ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები და ასეთი სისტემები,”- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონპროექტის ავტორს არაერთი კითხვა დაუსვეს თუ რატომ უწესებს საქართველო ოფშორულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს, თუმცა კანონპროექტის ავტორის განცხადებით, მთავარი მიზანი მეტი ინვესტიციების მოზიდვაა, მაგრამ რა ინვესტიციები შეიძლება მოიზიდოს ქვეყანამ ან რა მოცულობის საგადასახადო შეღავათი შეიძლება არ შევიდეს ამით ბიუჯეტში არ დასახელებულა. აღნიშნული არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის ასახული.

ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.

პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved