პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” ონლაინ კაზინოს ქმნის. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და “ქართული ოცნებას” მონიშნა.
“ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ, ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად
ესაა სლოტი, BOOK OF FREEDOM.
ქართული ოცნება / Georgian Dream თვალყური გვადევნეთ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდისა და რეკლამების აკრძალვის, მეორე ეტაპზე, კი ონლაინ სრულად აკრძალვის შესახებ განაცხადა.
კომენტარები