• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ონლაინ “გამაზვა”, “ექაუნთების” გაყიდვა არასრულწლოვნებზე, მილიარდ ევრომდე დაკარგული ინვესტიცია…” – რა არის სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგი ერთი თვის თავზე?

ალია ავტორი - ალია
15:23 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

 ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე:

“სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად 2022 წლის 1 იანვრიდან (2022 წლის 1 მარტიდან უფრო გამკაცრდება) ერთი თვის თავზე დადგა შემდეგი შედეგი:

1 ბაზარზე გაჩნდა 10 – ზე მეტი უცხოური ონლაინ გემბლინგ სისტემა, კოპირებული ქართული გემბლინგ პროვაიდერების სახელებით და ქართულად თარგმნილი სერვისებით.

2 დაიწყო ე.წ. “ექაუნთების” გაყიდვა. 25 წელს გადაცილებული არასაჯარო მოხელე პირები ქმნიან და ყიდიან “ექაუნთებს” არასრულწლოვნებზე, საჯარო მოხელეებზე და ა.შ

3 შეიქმნა 50 – ზე მეტი გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ნებისმიერი ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს უბრალოდ შეუძლია მიწეროს და გააკეთოს ფსონი. ( ხელზე გამაზვა გადავიდა ჩათში გამაზვაზე)

4 წახალისდა და შეიქმნა 100 ზე მეტი ე.წ. კრიპტო კაზინო სადაც თამაში ხდება კრიპტო ვალუტების მეშვეობით და ეს სფერო არის სრულად უკონტროლო.

სათამაშო ბიზნესის ამ რეგულაციებით დიდი ზიანი მიადგა ქართულ სპორტს. სპონსორობის და რეკლამირების გაჩერებით:

ქართულ საფეხბურთო კლუბებსა და მათ აკადემიებში კარგ შემთხვევაში 40%-ით შეუმცირდათ ხელფასები და ძირითად შემთხვევაში დადიან გაკოტრების ზღვარზე (მაგალითად საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი)

ფაქტიურად სახელმწიფო ბიუჯეტის იმედზე რჩება ძალისმიერი სპორტის 90%.

ინდივიდუალური სპორტის სახეობები, სადაც არაერთი წარმატება გვაქვს მიღწეული რჩებიან სრულად, ხაზს ვუსვამ სრულად დაფინანსების გარეშე.

სახელმწიფო ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან იღებდა საერთო ბიუჯეტის 4.5% – ს და მასთან აფილირებული სხვადასხვა კომპანიებთან გაერთიანებით ჯამურად 12% – მდე.

დაიწყო საკადრო ოპტიმიზაცია გემბლინგსა და მასთან აფილირებულ სფეროში (ჯამურად დასაქმებული 30 000 ზე მეტი ადამიანი)

სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად ქვეყანას ტოვებენ გემბლინგსა და მასთან ასოცირებული საინვესტიციო პაკეტები. ჯამურად ქვეყანა კარგავს მილიარდ ევრომდე ინვესტიციას.

მარტივად რომ ავხსნათ დალაგებული, ჩარჩოებში მოქცეული და დასტაბილურებული ეკონომიკური აქტორი ხდება სრულიად ქაოსური და უკონტროლო “ანდერგრაუნდ” ბაზარი, სადაც 300%-ით გაიზრდება კრიმინალი, ფინანსური თაღლითობა, ფინანსური პირამიდები და ეს გაცილებით, ხაზს ვუსვამ გაცილებით მეტ სოციალურ ზიანს მოიტანს საზოგადოებისთვის.”

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved