გაეროს ინფორმაციით, ომმა უკრაინაში შეიძლება გლობალური შიმშილი გამოიწვიოს, რომლის მსგავსი კაცობრიობას ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„ომმა უკრაინაში შეიძლება კაცობრიობის 1/5-ში ისეთი შიმშილი და გაჭირვება გამოიწვიოს, რომელიც კაცობრიობას ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. ამიტომ ამ ადამიანების გადასარჩენად აუცილებელია მშვიდობის უზრუნველყოფა“, – წერს გუტიერეში.
კომენტარები