• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომის გამო მანქანების ექსპორტი მოლდოვასა და პოლონეთშიც გაჩერდა – “კავკასიის ავტოიმპორტი”

ალია ავტორი - ალია
12:30 03-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

“კავკასიის ავტოიმპორტი” საქართველოდან უკრაინაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. როგორც კომპანიის გაყიდვების დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ BMG-ს უთხრა, 2021 წელს კომპანიის გაყიდვების 15-20% სწორედ უკრაინაზე მოდიოდა, კერძოდ, 2021 წელს კომპანიამ უკრაინაში 2 600-მდე მანქანა გაყიდა, თუმცა ომის გამო ამ ეტაპზე ექსპორტი სრულად გაჩერებულია.

ამასთან, როგორც ალექსანდრე ვეკუა ამბობს, მანქანების რეექსპორტი არა მხოლოდ უკრაინაში გაჩერდა, არამედ მოლდოვასა და პოლონეთშიც, რომელთა წილიც კომპანიის მთლიან გაყიდვებში 3%-მდე იყო.

“სხვა ქვეყნებიც არის, რომლითაც შეიძლება უკრაინის ბაზარი ნაწილობრივ ჩანაცვლდეს, თუმცა მდებარეობიდან გამომდინარე, შეზღუდულები ვართ იმაში თუ სად შეიძლება განხორციელდეს რეექსპორტი – პირველ რიგში, ესენია აღმოსავლეთ ევროპის ან დასავლეთ აზიის ქვეყნები; ჩინეთში ან ტაივანში ჩვენგან მანქანას არავინ გაიყვანს. უკრაინა იყო ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე რეექსპორტში; ასევე, აზერბაიჯანი ისევ პირველ ადგილზე რჩება, ყაზახეთშიც ინტენსიურად იყიდება მანქანები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მოლდოვასა და პოლონეთშიც მიჰყავდათ, მაგრამ აქაც უკრაინის გავლით ხდებოდა, ამიტომ ეს მიმართულებაც გაჩერებულია. ისევ დასავლეთ აზიის ქვეყნებში უნდა ვეძებოთ ალტერნატივა”, – აცხადებს ვეკუა.

მისივე თქმით, მანქანების რეექსპორტი დაწყებულია სომხეთის მიმართულებითაც.

“კავკასიის ავტოიმპორტის” წარმომადგენელი აზიის ქვეყნებში ექსპორტის მკვეთრ ზრდას არ ელოდება, რადგან როგორც ამბობს, ომის გავლენა ამ ქვეყნებშიც არის, რაც მაღალ ინფლაციას და გაუფასურებულ ადგილობრივ ვალუტას გულისხმობს.

“უკრაინაში ექსპორტის შეჩერების დანაკლისის შევსება დამატებითი ბაზრების მოძიებითაა შესაძლებელი, რადგან არსებულ საექსპორტო ქვეყნებში ავტომობილების გამალებულ შესყიდვებს არ ველოდებით. ცხადია, გაყიდვები შეგვიმცირდება, თუმცა 20%-იანი ვარდნა ჩვენი კომპანიისთვის იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევამციროთ თანამშრომლები. პანდემიის დროს 20%-ზე გაცილებით დიდი ვარდნა გვქონდა და მაშინ არ გაგვიშვია არცერთი თანამშრომელი; თან გულ-ხელდაკრეფილებიც არ ვართ და ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზეც ვმუშაობთ”, – ამბობს ვეკუა.

2021 წელს საქართველოში ჯამური ექსპორტის მოცულობა 4.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქედან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 456 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა და მისმა წილმა მთლიან ექსპორტში 11% შეადგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved