რუსული მხარის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
”მტრის საერთო სავარაუდო დანაკარგები 24.02-დან 28.02-მდე 06.00 საათისთვის.
- თვითმფრინავი 29
- ვერტმფრენები 29
- ტანკები 191
- ჯავშანტექნიკა 816
- იარაღი 74
- SAM BUK 1
- გრადი 21
- ავტომობილი 291
- ტანკერები 60
- UAV OTR 3
- გემები/ნავები 2
- საჰაერო თავდაცვა 5
- ჯარისკაცი დაახლოებით 5300 (დასადასტურებელია).
მალიარმა განმარტა, რომ ინფორმაცია საორიენტაციოა და შეიძლება დაზუსტდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია. მეთაურები, პირველ რიგში, ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.
გარდა ამისა, ზუსტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ბრძოლის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.














კომენტარები