უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუს ჯარისკაცს დანაშაულის ჩადენის გამო გაასამართლებენ.
მამაკაცი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, სუმის ოლქში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაშია ბრალდებული. საქმე უკრაინის პოლიციამ გახსნა.
გასულ თვეში, ვენედიქტოვამ „ნადირობა“ გამოაცხადა 10 რუს ჯარისკაცზე, რომლებიც ბრალდებული არიან ომის დანაშაულების ჩადენაში ბუჩაში, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს, გააუპატიურეს და მოკლეს.
კომენტარები