• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლები სასიკვდილო რისკის შემცველი დაავადებაა, მაგრამ რისკის ჯგუფები კვლავაც ძველებურად უნდა დავიცვათ – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
13:55 01-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:

“რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან და სულ ცოტა ხნით შემოვიხედავ.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ომიკრონზე ამ წუთისთვის დაგროვილ ოფიციალურ ინფორმაციასთან.

ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს სრულად აცრილებში.

ომიკრონი შედარებით ადვილად გადასატან დაავადებას იწვევს ასევე დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე მაღალი რისკის ჯგუფიდან.

ყოველდღიურად რასაც ჰოსპიტლებში ვუყურებთ, ჩვენთან სწორედ ამ კატეგორიის პაციენტები სხვდებიან, უმეტესად აუცრელები, ქრონიკული დაავადებების გრძელით სიით.

ხშირად მესმის უსაფუძვლო არგუმენტი, რატომ ვითვლით ჰოსპიტალში სხვა პრობლემებით მოხვედრილ კოვიდ დადებით პაციენტებს ზოგად სტატისტიკაში. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან, ხშირად სწორედ კოვიდ-19 ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი და ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის ეს ფატალურად მთავრდება. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ წუხანდელ მორიგეობაზე მიღებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების შემთხვევები (ცხადია, ამას მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ და არანაირად არ შეიძლება ერთ წერტილში მიღებული გამოცდილების ზოგად დასკვნად გამოყენება) მათ უმრავლესობას პარალელურად კოვიდ-19 დაუდასტურდა. ნიუ იორკში დღეის მონაცემებით, ომიკრონმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა შტამები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, აქაც ომიკრონთან გვქონდა საქმე. არცერთ მათგანს ფილტვების მძიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, სავარაუდოდ ანთებითი პროცესი, რომელიც ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას თან ახლავს, მითუმეტეს კოვიდ-19, გახდა იმის საფუძველი, რომ მათი ქრონიკული კორონარული პრობლემები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გართულებულიყო. ამ შემთვევაში, ვირუსული დაავადება შეიძლება სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების შესაძლო ტრიგერად განვიხილოთ. იკითხავთ ალბათ, ხომ შეიძლება იგივე მიზეზით სეზონურ რესპირატორულ დაავადებას მოჰყვეს გართულებები. დიახ, შეიძლება, თუმცა, მე პირადად არ ვიცი არც ერთი სეზონური ვირუსული დაავადება, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ამდენ ადამიანს აინფიცირებს. შესაბამისაც, დროის მოკლე მონაკვეთში მოცული მასშტაბები ქმნის პრობლემას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რისკის ჯგუფები კვლავაც ძველებურად უნდა დავიცვათ კორონავირუსით ინფიცირებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლები სასიკვდილო რისკის შემცველი დაავადება.

ასევე, პრობლემას ქმნის ომიკრინის უსწრაფესად გავრცელება. ერთდროულად ბევრი ადამიანის ავადობა, თუნდაც გართულებული შემთხვევების უმცირესი პროპორციული წილით, ჯამში, მოკლე დროში ჰოსპიტალიზაციას დრამატულად ზრდისა და ჰოსპიტალური სექტორის სერიოზულ გადატვირთვას იწვევს. ამავე დროს, ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლები, ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი ავადდება უსწრაფესად და პაციენტები ადექვატური დახმარების გარეშე რჩებიან. ამას ვამბობ არა მხოლოდ ლიტერატურაზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით, რაშიც ყოველდღე მიწევს ყოფნა.

უკვე შეიქმნა ექიმების და ექთნების სერიოზული დეფიციტი, რაც ჯერ კიდევ არაინფიცირებული პერსონალის სერიოზულ გადაღლას იწვევს. დაღლილი სამედიცინო პერსონალი მეტ ადამიანურ შეცდომასთან პირდაპირ პროპორციულია და არავის ვურჩევ ისეთ პირობებში გახდეს მძიმე პაციენტი, როცა მას არასაკმარისად დაკომპლექტებულმა სამედიცინო ჯგუფმა უნდა მოუაროს. სადაც ომიკრონით ინფიცირება პიკს უახლოვდება, სწორედ ასეთ მდგომარეობასთან არის ახლოს ჰოსპიტალური სექტორი.

ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის პირველი თვეების დრამატულობის იყო არაადამიანური დატვირთვის ზღვარზე მომუშავე სამედიცინო სექტორით წარმოქმნილი პრობლემები. ტექნიკური რესურსის მობილიზება შესაძლებელია დიდი თანხის ინვესტირებით, ადამიანური რესურსის შეუძლებელი. სრულფასოვან ექიმად ჩამოყალიბებას მინიმუმ ერთი ათეული წელი სჭირდება.

რაც შეეხება ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 კლინიკურ მიმდინარეობას, ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსულ ინფექციას. ხშირ შემთხვევაში კი მისი ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ადამიანისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული დაავადების გამწვავება.

ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და დროულად მიიქციეთ ექიმის ყურადღება ქრონიკული დაავადებების გამწვავების პირველივე ნიშნებისთანავე.

გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაიცავით პრევენციის წესები. თქვენ მარტო არ ხართ ამ სამყაროში. თქვენს ირგვლიც ცხოვრობენ, მგზავრობენ, მუშაობენ ადამიანები, ვისთვისაც არათუ კოვიდ-19, უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს. სწორედ ამ კატეგორიისთვის პანდემია ჯერჯერობით ისევ გამოწვევაა და ჩვენი გონიერებით ახლა ისინი გადავარჩინოთ.

უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ეფექტური ვაქცინებით, სრულად აცრილებისთვის ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 თვისობრივად სხვა დაავადებაა. ის პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სრულად აცრის გრაფიკი ვარირებს სხვადასხვა ვაქცინებს შორის. ვაქცინაციას მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი აქვს და მისი თვითნებურად გადაჭარბება საფრთხეს შეიცავს იმუნიტეტისთვის.

კოვიდ-19-ის ვაქცინაციის იდეალური ვადები, დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდები, მკურნალობის იდეალური მიდგომები თუ პროგნოსტული კრიტერიუმები ჯერაც ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან უამრავი კვლევა მიმდინარეობს ერთდროულად და შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად პროტოკოლები იხვეწება. სწორედ ამითაა განპირობებული ინფორმაციის ხშირი განახლება და არა იმით, რომ მეცნიერება და სამედიცინო სექტორი დაბნეული, არაორგანიზებული ან კონსპირაციებში გახლართულია. პირიქით, მეცნიერებისა და მედიცინის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ პანდემიის მართვის პროტოკოლები, უსწრაფესად იხვეწება და დაავადება უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ადამიანებისთვის.

გავუფრთხილდდეთ ერთმანეთის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას“ – წერს გეგეჭკორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved