საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის 253 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ამ შტამით ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი სამ-ოთხჯერ მეტია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ომიკრონი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს.
როგორც ის აცხადებს, შესაძლოა შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი ვირულენტობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს ე.წ პოპულაციური იმუნიტეტი და ამან ხელი შეუწყოს გლობალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
„მოგეხსენებათ, რომ ომიკრონის შემდგომ ბედთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი შეხედულება არსებობს.არ არის გამორიცხული, რომ ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს. ანუ შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი ვირულენტობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს ე.წ პოპულაციური იმუნიტეტი და ამან ხელი შეუწყოს გლობალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აცრებთან ერთად“, – აცხადებს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მიმართავს, თავი შეიკავონ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაიცვან სანიტარული ნორმები და დისტანცია.
კომენტარები