• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომბუდსმენის მოწოდება შსს-ს

ალია ავტორი - ალია
13:27 04-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,287

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სკვერში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დედებისთვის ე.წ. პუფებისა და კარვების მიტანის აკრძალვას ეხმაურება.

ომბუდსმენის განმარტებით, შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა მიერ გამართული შეკრების მიმდინარეობას, რომლის მონაწილეებიც მათი შვილების აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შეკრების მონაწილეებს არ ეძლევათ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში დროებითი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის განთავსების შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების გამართვას და აჩვენოს შემწყნარებლობა შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვას და განმარტა რომ ატრიბუტიკის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც მათი სარგებლობით არ ხდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, მომეტებულად არ ზიანდება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები ან საზოგადოებრივი წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ატრიბუტიკით სარგებლობა პირდაპირ უკავშირდება შეკრების თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობას და არსებით გავლენას ახდენს უფლებით სარგებლობაზე.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, საკითხის სიმწვავისა და განსაკუთრებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პროტესტში მონაწილე მშობლებთან აქტიური და შინაარსობრივი დიალოგის წარმართვის საჭიროებას, რაც, ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებული პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული,” – წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კანცელარიის წინ, სკვერში ე.წ. პუფების მიტანის უფლება არ მისცეს. მშობლებმა ომბუდსმენს ადგილზე მისვლა სთხოვეს. გუშინ, საღამოს, აქციის მონაწილეებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved