• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოლიმპიური მედალი მილიონი ღირს, ხოლო, პოლიციელის, ჯარისკაცის სიცოცხლე1000% უფრო ნაკლები, ლოგიკას ვერ ვხედავ…” – გურამ კონტუაძე

ალია ავტორი - ალია
20:14 08-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ადვოკატი, გურამ კონტუაძე:

“იმ ქვეყანაში სადაც ოლიმპიური მედალი მილიონი ღირს ხოლო: პოლიციელის, ჯარისკაცის სიცოცხლე (რამეთუ მათ ვქირაობთ მათ სიცოცხლეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის) 1000% ნაკლები, ან პედაგოგის ხელფასი 1000% უფრო ნაკლებია, და კიდევ უამრავი ადამიანის ხელფასია გაცილებით ნაკლები, აი იმისი ჩვენ შვილებს რომ ასწავლიან ან ჩვენ თუ არ ვართ რომ ისინი უნდა დაიცვან, ან 4500 პენსიონერის თვის სამყოფ თანხაზეა საუბარი, ხოლო პრემიერი ისე რომ არავის უკითხია მილიონს აძლევს ანუ ჩვენ ფულს აძლევს ხარჯავს ჩვენი თანხმობის გარეშე, და ამაზე ერი ამაყია ჰო რავი ლოგიკას ვერ ვხედავ, არ არსებობს რაციონალური გამართლება აღნიშნულის არ არსებობს…

მედლებით კუბაც გვისწრებს მაგრამ აშშ-ც კი გაცილებით ნაკლებს უხდის ოლიმპიურ ჩემპიონს და კი ოლიმპიური ჩემპიონობა არაფერია თუ ამ ქვეყანას არაფერი ეშველა არა, თუ რაღაცეები ვერ გავიაზრეთ…

არ ვეძებ ნეგტავს და კი ამაყი ვარ რომ ჩემი თანამემამულე ჩემპიონია მაგრამ მისი დაფინანსება ჩემი საქმეა და არა სახელმწიფოსი, რადგანაც შემდგომ ის სპორტსმენი ვალდებულად თვლის თავს ხმა მისცეს მერე მის დამფინანსებელს და არა იდეების გამო შემოხაზოს…

ესე სახელმწიფო არ შენდება ესე შენდება იდიოტიზმზე და მარაზმე აშენებული ჯგუფის მმართველობა, რატომ აი რატომ უნდა მომწონდეს ეს ვერ ვხვდები, იმასაც ვერ ვხვდები ეს როგორ შეიძლება ვერ გაიაზრო, მართლა არ მესმის ვერ ვხვდები რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს თავისი ფული მართოს სხვამ, სხვამ გადაუწყვიტოს რაში დახარჯოს, მერე უფროსად მოაჯდეს და მონასავით ყავდეს და მაინც ეს ბატონი მოწონდეს, მართლა არ მესმის რატომ უნდა ვაფინანსო რელიგია, სპორტი, კულტურა ან ნებისმიერი რამ გარდა ინფრასტრუქტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა, მართლა არ მესმის რატომ უნდა ადამიანს ყავდეს უმფროსი რომელიც ყველაფერს გადაუწყვიტავს…

ისიც არ მესმის რა ჯანდაბად გჭირდება თანამდებობა გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს არ რევდე ადამიანების ურთიერთობაში და ეს იყოს მიზანი, ისიც არ მესმის სპეციალური კანონები რატომ უნდა შექმნა რათა ერთი ჯგუფის უფლებები მეორეს გაუთანაბრო სპეციალურად როცა კი ორივე ბუნებითად ერთი და იგივენი არიან, არც ის მესმის რატომ უნდა ადამიანს რომ მართონ, მართლა არ მესმის რაში გჭირდება გინდა მეფე გინდა დირექტორი გინდა პატრიარქი, ისიც არ მესმის როგორ არ უნდა გინდოდეს პოლიტიკური თავისუფლება გქონდეს რაც იმას ნიშნავს რომ შენ გაქვს ყველაფრის უფლება და არა სახელმწიფოს, დემოკრატია ან დასავლურობა სხვა არაფერია თუ არა ინდივიდის ცენტრში დაყენება როგორც ეს ერთმა მოიტანა ამ ქვეყნად და ის ინდივიდია ყველაზე მთავარი, მისი თავისუფლება უფლება არავინ მართოს არავის ჰქონდეს უფლება ის მართოს როგორც მონა ან ყმა, მაგრამ უმეტესად ისინი ვინც ამას იაზრებენ და შემდგომში ძალაუფლებას იგდებენ ხელში მუდამ ტყუიან და საპირისპიროს აჯერებენ ადამიანებს განსაკუთრებით ე.წ. ინტელექტუალები და პოლიტიკოსები ან ინტელიგენცია, სრული ბოდვა და სიგიჟეა იყო ადამიანი და არ გინდოდეს თავისუფლება, არ გქონდეს განცდა რომ ამ ქვეყნად ერთხელ და ეს ერთი ისე უნდა გამოიყენო როგორც შენ გსურს და როგორც ვიღაცა დიდ ძმას ან ვიღაცას რომელსაც გონია რომ ღმერთმა მოავლინა და უფლება მისცა გმართოს…

მართლა არ მესმის შენ გვერდით რომ მეზობელი ცხოვრობს და ხან ნაცია ხან ქოცი არ გეცოდებოდეს და არ გინდოდეს მისთვის უკეთესი ქვეყანა, ისიც არ მესმის რანაირად გინდა რომ მხოლოდ შენ და შენი შვილები იყვნენ კარგად და განათლებულები რადგანაც თუ მცირე ჯგუფი იქნება ასე შეუძლებელია შენი შვილი მართლა განათლება მიიღოს რამეთუ კონკურენცია არ იქნება, ისიც არ მესმის მანტიის გამო როცა ადამიანების ბედი უნდა გადაწყვიტო პარლამენტი უკანა გასასვლელიდან დატოვო და ეს დღე არამარტო შენი ადამიანებისათვის არამედ ყველასთვის ბედნიერების დღე არ იყოს რამეთუ სამართალი უნდა აღასრულო (თავზე გავიარე ეგეთი მანტიის ტარებისა და იმისა, რომ შემრცხვეს ჩემი მანტიის ან შვილს შერცხვეს ჩემი) ისიც არ მესმის პოლიტკორექტულობის გამო როცა იცი სიმართლე და არ საუბრობ და ადამიანებს აჯერებ რომ იიიი პენსიას მოვუმატებ და კიდევ უფრო ის არ მესმის, ამას რატომ უნდა ჭამდე როგორც ინდივიდი, ისიც არ მესმის რატომ უნდა გეშინოდეს პასუხისმგებლობის როცა სესხს იღებ არ იხდი და მერე აგინებ ბიძინას მიშას ყველას გარდა საკუთარი თავისა, ისიც არ მესმის რატომ უნდა მიგაჩნდეს რომ ბანკი ბოროტებაა როცა ის შენ ფულს გაძლევს, ისიც არ მესმის აქ დაზდევდე განსხვავებულ ორიენტაციას და მერე რომ გითხრან იცხოვრებ გერმანიაში თუ არა იტყვი კის და იქ გერმანიაში წასვლა არ წასვლას მორალურ საკითხად არ მიიჩნევ რამეთუ იქ თუ ვერ ბედავ აქ რატომ ბედავ?

ისიც არ მესმის პოლიტიკოსი იყო ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ჟურნალისტებს მართული უწოდო, მართლა არ მესმის ვინ ხარ ასეთი რა დამსახურება გაქვს ასეთი ამდენს რომ ბედავ ვიღაც ხელისბიჭი რომელიც ერთადერთ გადაწყვეტილებას რომელსაც იღებ ეს ალბათ ბუნებრივი მოთხოვნილებები რომელ საათზე დაიკმაყოფილო იმას საზღვრავ, ისიც არ მესმის რატომ უნდა გინდოდეს ვიღაცის ხელის ბიჭი იყო როცა მინისტრი ხარ და ისიც არ მესმის პარტიული კონექტურის გამო არ თქვა სიმართლე რომ არ მოსულა გადაგდება და არ დატოვო პარტია, ისიც არ მესმის პურს რომ ყიდულობ აი იქაც რომ სახელმწიფო ზის წილში და აქციას მართავდე კერძო კომპანიის მიმართ როცა მთავარი დამნაშავე არის სახელმწიფო, ისიც არ მესმის არ გესმოდეს რომ სახელმწიფო არის იურიდიული ფანტომი და ადამიანი არაა რომ პასუხისმგებლობა აიღოს და შესაბამისად ყოველთვის ადამიანთან გიწევს ურთიერთობა და ამიტომაც სინამდვილეში თითოეული ადამიანი არის სახელმწიფო დამოუკიდებელი სახელმწიფო რომლის ცხოვრებაში არავის ესაქმება მითუმეტეს ვიღაცას რომლსაც გონია რომ რახან პოლიციელია ყველაფრის უფლება აქვს, ისიც არ მესმის რა თანხა უნდა მომცენ რომ გავაპრავო ან ბიძო ან მიშა ან ნებისმიერი, მართლა არ მესმის იყო რელიგიურ ორგანიზაციაში და 5 ივლისის მერე არ გაემიჯნო მაგ რელიგიურ ორგანიზაციას, მართლა არ მესმის რანაირად უნდა იყო იმათთან ერთად რომელნიც ძალადობენ სხვებზე, მართლა არ მესმის, დედას გეფიცები მართლა არ მესმის ადამიანს რატომ არ უნდა უნდოდეს თავისუფლება, მართლა არ მესმის რატომ უნდა გეშინოდეს სამსახურის დაკარგვის თუ ხელისუფლება შეიცვალა რამეთუ ისე უნდა აკეთო საქმე ამისი არ შეგეშინდეს, მართლა არ მესმის იმ ხალხის ისტორიით რომ ამაყობს და ზღაპარი არ გონია ან რატომ გონია რომ დიდგორით უნდა ვიამაყო როცა დღევანდელი ქართველს მე მრცხვენია ჩემი ყოფა რამეთუ დაჩაჩანაკებული ვარ და მათ იმედებს ვუცრუებ, მართლა არ მესმის როგორ შეიძლება გწამდეს და დიდი ჯვრით დარბოდე სხვაზე ძალადობდე და მერე მამაო ჩვენოს ამბობდე, მართლა არ მესმია იმასაც ვერ ხვდებოდე რომ ნახირად მიაჩნიხარ ამ ქვეყანაში ყველა ძალაუფლების ჯგუფს ადამიანები და ეს როგორ არ უნდა გაგიჟებდეს, ან ის არ გაგიჟებდეს ვიღაც ყრზო გმართავდეს რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს და არ გახრჩობდეს ბრაზი, მაგრამ ისიც არ მესმის ამას რომ ვწერ რა?

რა საქმე გავაკეთო რო? ან რა შეიცვლება რო რომ გამოდე ამხელა ნაწერი და ჭკვიანი გგონია თავი სხვებს რამისკენ მოუწოდო? არ მესმის მაგრამ ისიც არ მესმის თუ ამაზე არ იფიქრე რა ჩემს ფეხებად მინდა სიცოცხლე ან კარიერა ან ოჯახი ან რავი, მართლა არ მესმის და არც მინდა მესმოდეს, ჩემი არამკითხე კარგის….”

თეგები: გურამ კონტუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved