• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

ალია ავტორი - ალია
18:15 06-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,541

როკის გვირაბის სიახლოვეს, კვლავ ჩაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღეს, შაბათს დილიდან აიკრძალა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ოკუპირებული რეგიონის სამინისტროში განმარტავენ, რომ როკის გვირაბის ჩრდილოეთ ნაწილში გზა ჩაიხერგა მთებიდან და კლდეებიდან ჩამოცვენილი ქვების გამო. ამას დაემატა გზის ნაწილზე მიწის ჩამოშლაც.

მსგავსი მოვლენები გასულ კვირაშიც დაფიქსირდა და მაგისტრალი ორჯერ ჩაიკეტა. გზის გაწმენდის შემდეგ მძღოლებისთვის მოძრაობა აღდგა, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ ბურონთან ღვარცოფი ისევ მოვარდა და მეწყრული პროცესები დაიწყო, რამაც ისევ გამოიწვია გზის დაკეტვა.

საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტრომ მოქალაქეები უამინდობის შესახებ გააფრთხილა და მათ მგზავრობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 25, 26 და 27 ივნისს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. მისი სიგრძე 164 კმ-ია, მარშრუტის ძირითადი ნაწილი გადის მაღალმთიან რელიეფზე. ზამთარში და გაზაფხულ-შემოდგომაზე ეს გზა ბუნებრივი მოვლენების გამო ხშირად იკეტება და ცხინვალის რეგიონი გარკვეული დროით გარესამყაროს წყდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved