ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ განაცხადა. ინფორმაციას kavkaz-uzel.eu ავრცელებს.
ინფორმაციასი ნათქვამია, რომ გატარებულია სამობილიზაციო ღონისძიებები, შეკრებები და რეზერვისტების წვრთნები. „სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან შეასრულონ თავისი ვალი და დაიცვან აფხაზეთის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“ – განაცხადა ანუამ.
მისივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარების საპასუხოდ იყო მიღებული. “თბილისი საომარ რიტორიკაზე და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს კვლავ არ აცხადებს“ – განაცხადა ანუამ. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთთან სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში აფხაზეთი მზად არის, რომ რუსეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.
კომენტარები