ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ადასტურებს.
„წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან 7 პირი, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ქალთან, რომელიც მოთავსებულია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი.
მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს ანაკლიის საკარანტინო ზონაში. ეს ადამიანები არიან ის პირები, ვისაც ჰქონდა ამ ქალთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ანაკლიის საკარანტინო ზონაში სულ გვყავს ამ ეტაპზე 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში 224 მოქალაქე იმყოფება მთელი რეგიონის მასშტაბით. 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია“, – ამბობს ალექსანდრე მოწერელია.
კომენტარები