ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზების მიხედვით ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კონფიდენციალური წყარო იუწყება.
როგორც ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ განუცხადა, 50 წლის ქალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში წუხელ მოათავსეს.
„წუხელ შემოყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის მოსკოვიდან აფხაზეთში ჩამოვიდა და აფხაზეთიდან გადმოვიდა ჩვენთან. შემოყვანილია ცხელებისა და ხველის ჩივილებით. ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში, კვლევის მიზნით. პაციენტი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს. ორნი იყვნენ, ერთი გადაყვანილია სოხუმის საავადმყოფოში“, – ამბობს ლალი დარახველიძე.
მისივე ინფორმაციით, ინფექციურში კიდევ ორი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი 67 წლის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები