3-წლიანი იზოლაციის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები გახსნა. დილიდან ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეუძლიათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მოსახლეობას ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლომდე მიეცემათ.
კომენტარები