• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს

ალია ავტორი - ალია
15:46 11-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
398

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან მიქაას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება, რომ დაკავებულ ოპოზიციონერებს ათ საათზე გაათავისუფლებდა. ამ დროისთვის სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი ჩაკეტილია: კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ მდებარე კოდორის ხიდი ოპოზიციამ გახსნა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ბესლან ემურხბასთან და ოჩამჩირის რაიონის გამგებელ ბესლან ბიგვავასთან მოლაპარაკების და დაკავებულების გათავისუფლების დაპირების შემდეგ.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ გუმისთის ხიდზე უშვებდნენ მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრმა კი გამოაქვეყნა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ედუარდ ბუთბას განცხადება, რომლის მიხედვით, სასწრაფო დახმარების მანქანები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილამდე, რომ სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროში გახსნილია “ცხელი ხაზი”.

ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი და არეულობა მოჰყვა აფხაზი ოპოზიციონერების, ომარ სმირის, გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუას და ასლან გვარამიას დაკავებას.

აფხაზური ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად. ეს „შეთანხმება” რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში თავისი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უფლებას.

დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათ „არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინეს პარლამენტის წევრის მიმართ“. ტელეგრამის არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია დეპუტატ ალმას აქაბაზე.

მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკავშირდება დეპუტატის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების მხარდაჭერას. დოკუმენტის დამტკიცებას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და დოკუმენტის განხილვის დღეს აქციის გამართვას გეგმავდნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს საგანგებო განცხადებით ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

“არ დაემორჩილოთ პროვოკაციებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ საკმარისი ძალები და რესურსები ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა მან.(რადიო თავისუფლება)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved