ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, COVID-19 ჩატარებული 288 ტესტიდან 99 პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 133 პირი აგრძელებს მკურნალობას, საიდანაც 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2 170-ია. გამოჯანმრთელდა 814, გარდაცვლილია 21.
კომენტარები