ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 108 ადამიანს დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში ამ დროისთვის 236 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, 91-ს შეადგენს, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 6619 შემთხვევაა გამოვლენილი.
კომენტარები